1. ატრაქციონის და მისი კვანძების (ელემენტების) კონსტრუქცია უნდა იყოს უსაფრთხო, საიმედო და მდგრადი მისი ვარგისიანობისთვის დადგენილი ვადის (სამუშაო რესურსის) პერიოდში, აგრეთვე უნდა იძლეოდეს მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური შემოწმების, რემონტის ჩატარების და საექსპლუატაციო კონტროლის შესაძლებლობას.
2. ლითონკონსტრუქციები და კვანძები დაცული უნდა იყოს კოროზიისაგან.
3. ატრაქციონის კონსტრუქცია დაცული უნდა იყოს მასში წყლის დაგროვებისგან.
4. ნაგებობები (კონსტრუქციები), რომლებიც გათვალისწინებულია მოძრავი ატრაქციონის დასამონტაჟებლად, უნდა უძლებდეს დატვირთვებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ატრაქციონის ექსპლუატაციისა და გამოცდის დროს.
5. კონსტრუქცია და მოწყობილობა, რომელიც საჭიროებს პერიოდულ ზედამხედველობას, აღჭურვილი უნდა იყოს კიბეებითა და შემოღობილი ბაქნებით.
6. ჰიდრავლიკური სისტემის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ისეთი კონსტრუქცია, რომ ავარიულ სიტუაციებში (წნევის დაცემა, მილსადენების რღვევა, შეერთებათა ჰერმეტულობის დარღვევა, ძრავის გაჩერება და სხვ.) გამორიცხული იყოს ატრაქციონის თვითნებური დაშვება, აგრეთვე ჰიდროამძრავი ელემენტების დაზიანება ლითონკონსტრუქციის ელემენტებთან შეხებისას.
7. ჭანჭიკები, ქანჩები, სოლები და სხვა სამაგრი დეტალები, რომლებზეც ზემოქმედებას ახდენს ვიბრაცია, დაცული უნდა იქნეს თვითამოხრახნისა და სოლის თვითნებურად ამოვარდნისგან.
8. უძრავი ღერძები, რომლებიც გამოიყენება ატრაქციონის ცალკეული ნაწილების საყრდენებად, საიმედოდ უნდა იქნეს დამაგრებული მათი შესაძლო გადაადგილების გამოსარიცხად.
9. სამგზავრო მოდულის კონსტრუქცია ატრაქციონის მუშა ციკლის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანის საიმედო და უსაფრთხო განთავსებას.
10. ურიკები აღჭურვილი უნდა იყოს თვლების რელსებიდან აცდენისა და მოწყვეტისგან დამცავი მოწყობილობი