1. ატრაქციონის მექანიზმების ჩამრთველი და გამომრთველი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს მექანიზმების თვითნებური ჩართვის ან გამორთვისგან დამცავი საშუალებით.
2. მართვის აპარატებზე მითითებული უნდა იყოს მოძრაობათა მიმართულების პირობითი აღნიშვნები ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში.
3. ატრაქციონის ნაწილების შეუთავსებელი მოძრაობებისგან დასაცავად მართვის ორგანოები აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირების საშუალებებით. მექანიზმების რევერსული ამუშავების ღილაკები აღჭურვილი უნდა იყოს ბლოკირების საშუალებებით, რომლებიც დაიცავს მოწყობილობას რევერსული წრედების ერთდროულად ჩართვისგან.
4. ატრაქციონის მექანიზმები უნდა იძლეოდნენ, ატრაქციონის ძრავას დაზიანების ან ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში, სამგზავრო მოდულის ევაკუაციის ადგილამდე მიყვანის შესაძლებლობას.
5. ატრაქციონის ყველა მბრუნავი ნაწილი უნდა იყოს შემოღობილი ან გააჩნდეს დამცავი გარსაცმი, ადამინების შემთხვევითი შეხებისას ტრავმირების თავიდან ასაცილებლად.
6. ლიანდაგებზე მოძრავი სამგზავრო მოდულების თვლები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
7. ატრაქციონების ელექტრომოწყობილობა უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მომსახურე პერსონალის და გარეშე პირების უსაფრთხოება და აკმაყოფილებდეს ელ. უსაფრთხოების შესაბამის ნორმებს/სტანდარტებს.
8. ატრაქციონისთვის განკუთვნილი სადენები და დენმიმღებები მიუწვდომელი უნდა იყოს შემთხვევითი შეხებისათვის ატრაქციონის ჩასაჯდომი ადგილებიდან, ბაქნებიდან და ისეთი ადგილებიდან, სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები.
9. ატრაქციონის მოწყობილობა, რომელსაც პერიოდულად ესაჭიროება ტექნიკური მომსახურება, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომსახურე პერსონალისთვის. მოწყობილობის მომსახურების ზონებს უნდა გააჩნდეს ტექნიკური გამართვის, რემონტის, დიაგნოსტიკის და გამოცდის სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის საჭირო ზომები.
10. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ატრაქციონის ავტომატური გაჩერება შემდეგ შემთხვევებში:
ა) დენის შეწყვეტისას;
ბ) მოკლე ჩართვის შერთვის შემთხვევაში;
გ) ძრავას გადატვირთვისას.
11. ატრაქციონის არმატურა, ცილინდრი, დგუში, სიგნალიზაცია და სხვა მექანიზმების მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
12. ატრაქციონები, რომლებიც დისტანციურად იმართებიან კაბინიდან (პულტიდან), აღჭურვილი უნდა იყვნენ ხმოვანი სიგნალიზაციით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა