1. ლითონკონსტრუქციების შედუღება უნდა განხორციელდეს სათანადო კვლიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. შედუღებით შეერთების სახეები, კონტროლისა და შეფასების ნორმები, უნდა განისაზღვროს საშემდუღებლო სამუშაოებისთვის შემუშავებული ტექნიკური პირობებით სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ესკალატორის საპასუხისმგებლო კონსტრუქციების ელემენტების შედუღება, დამზადებისა და შეკეთებისათვის შედუღებისათვის მასალების (ძირითადი და საამკრებო შედუღების) შერჩევა უნდა მოხდეს ექსპლუატაციის, მოწყობილობების ტრანსპორტირებისა და მონტაჟის პირობების გათვალისწინებით.
3. შედუღების ტექნოლოგია უნდა შემუშავდეს სპეციალიზირებული ორგანიზაციის მიერ, რეგლამენტისა დაა სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით.
4. ესკალატორის საანგარიშო კონსტრუქციების შესადუღებლად გამოყენებული შედუღების მასალები, უნდა უზრუნველყოფდეს ლითონის ნაკერისა და შედუღებული შეერთების ისეთ მექანიკურ თვისებებს (სიმტკიცის, ზღვარი, ფარდობითი წაგრძელება, დარტყმითი სიბლანტე), რომლებიც არაა ნაკლები კონსტრუქციის ძირითადი ლითონის ჩამოთვლილი თვისებების ქვედა ზღვარის მაჩვენებლებზე.
5. მზიდი ლითონკონსტრუქციების ერთ შეერთებაში გამოყენებული სხვადასხვა მარკის ლითონის გამოყენების შემთხვევაში, შედუღებული ლითონის მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათ შორის უდიდესი სიმტკიცის ზღვრის მქონე ლითონის თვისებებს.
6. შედუღების შეერთებების ხარისხის კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს:
ა) გარეგანი დათვალიერებით და გაზომვით;
ბ) რადიოგრაფიკული ან ულტრაბგერითი მეთოდით;
გ) საკონტროლო ნიმუშების მექანიკური გამოცდებით;
დ) სტანდარტით გათვალისწინებული არამრღვევი კონტროლის სხვა მეთოდით.
7. შედუღების ნაკერების კონტროლის შედეგები უნდა აისახოს ესკალატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაშ