1.ამწეების ლითონკონსტრუქციის და ელემენტების შედუღება და შენადუღი შეერთებების კონტროლი უნდა სრულდებოდეს რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.ლითონკონსტრუქციის შედუღებისათვის გამოყენებული შესადუღებელი მასალები უნდა უზრუნველყოფდნენ ლითონის ნაკერის და შედუღებული შეერთების მექანიკურ თვისებებს (სიმტკიცის ზღვარი, ფარდობითი დაგრძელება, გადაღუნვის კუთხე, დარტყმითი სიბლანტე) არანაკლებს ლითონკონსტრუქციის ძირითადი ელემენტებში გამოყენებული მასალის მექანიკური თვისებების ქვედა ზღვრულ მაჩვენებელზე, რომელიც სტანდარტებით დადგენილია მოცემული ლითონის მარკისათვის. ერთ შეერთებაში სხვადასხვა მარკის ფოლადის გამოყენების შემთხვევაში დადუღებული ლითონის მექანიკური თვისებები უნდა შეესაბამებოდეს სიმტკიცის უდიდესი ზღვარის მქონე ფოლადის თვისებებს. მისართი (მისადუღი) მასალების, ფლუსის (მდნობის) და დამცავი აირების მარკები მითითებული უნდა იყოს ამწეების დამზადების, რემონტის, მონტაჟის ან რეკონსტრუქციის ტექნიკურ პირობებში.
3. შედუღებისათვის ლითონკონსტრუქციის ელემენტების აწყობის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეერთების სიზუსტე ნახაზებითა და ტექნოლოგიური პროცესებით დადგენილი ზომებისა და დაშვებების ფარგლებშ