1. ამწეებს ექსპლუატაციაში გაშვებამდე უნდა ჩაუტერდეთ სრული ტექნიკური შემოწმება. ტექნიკური შემოწმება ტარდება ამწის ესქპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად. ექსპლუატაციის ინსტრუქციაში შესაბამისი მითითების არ არსებობის შემთხვევაში ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს რეგლამენტის თანახმად.
2. ექსპლუატაციში მყოფ ამწეებს უნდა ჩაუტარდეთ ტექნიკური შემოწმება პერიოდულად:
ა) ნაწილობრივი — წელიწადში ერთხელ;
ბ) სრული — სამ წელიწადში ერთხელ, იშვიათად გამოყენებული ამწეების გარდა.
3. იშვიათად გამოყენებული ამწეები (სამანქანო დარბაზების, ელექტრო და სატუმბი სადგურების, საკომპრესორო დანადგარების მომსახურე ამწეები, აგრეთვე მხოლოდ მოწყობილობის რემონტის დროს სხვა ამწეები) სრულ ტექნიკურ შემოწმებას ექვემდებარებიან ხუთ წელიწადში ერთხელ.
4. ამწეების სრული, რიგგარეშე ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს:
ა) ამწის ახალ ადგილზე მონტაჟის შემდეგ (ისრიანი და სწრაფად დასამონტაჟებელი კოშკურა ამწეების გარდა);
ბ) ამწის რეკონსტრუქციის შემდეგ;
გ) ამწის მზიდი ლითონკონსტრუქციის რემონტის შემდეგ, შედუღებით გამოყენებით მისი ელემენტების ან კვანძების შეცვლისას;
დ) ამწის ისრის შეცვლის ან საცვლელი საისრე მოწყობილიობის დაყენების შემდეგ;
ე) სატვირთო ან საისრე ჯალამბარის კაპიტალური რემონტის ან შეცვლის შემდეგ;
ვ) კავის, ან კავური საკიდის შეცვლის შემდეგ (ტარდება მხოლოდ სტატიკური გამოცდა);
5. გაცვეთილი სატვირთო, საისრე ან სხვა ბაგირების შეცვლის შემდეგ, უნდა შემოწმდეს ბაგირების გაწყობის სისწორე და ბოლოების ჩამაგრების საიმედოობა, რის შესახებაც ამწეებზე პასუხისმგებელი ინჟინერ-ტექნიკური მუშაკის მიერ უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
6. ამწეს ტექნიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს ამწეების უსაფრთხო ექსპლუატაციზე და გამართულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მიერ.
7. ტექნიკური შემოწმების მიზანია დაადგინოს, რომ:
ა) ამწე შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს და ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მონაცემებს;
ბ) ამწე იმყოფება მისი უსაფრთხო მუშაობის უზრუნველმყოფ მდგომარეობაში.
8. სრული ტექნიკური შემოწმების დროს ამწეს უნდა ჩაუტარდეს:
ა) დათვალიერება;
ბ) სტატიკური გამოცდა;
გ) დინამიკური გამოცდა.
ნაწილობრივი ტექნიკური შემოწმების დროს ამწეს სტატიკური და დინამიკური გამოცდები არ უტარდება.
9. ამწეს ტექნიკური შემოწმების დროს დასათვალიერებული მოწყობილობა–მექანიზმები, საამწყობო ერთეულები და შემოწმების მოცულობა განისაზღვრება სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
10. ამწეს სტატიკური გამოცდა ტარდება მის ნომინალურ ტვირთამწეობაზე 25%-ით მეტი დატვირთვით.
11. პერიოდული ან რიგგარეშე ტექნიკური შემოწმების დროს, ერთი ან რამდენიმე სატვირთო მახასიათებლების მქონე ისრიანი ამწეების სტატიკური გამოცდა ტარდება ამწეს მაქსიმალური ტვირთამწეობის და/ან მაქსიმალური სატვირთო მომენტის შესაბამის მდგომარეობაში.
12.ამწეების სტატიკური და დინამიკური გამოცდები უნდა უზრუნველყოფდეს ამწეების შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის დადგენას და ჩატარდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
13. ამწეების დინამიკური გამოცდა წარმოებს ტვირთით, რომლის მასაც 10%-ით აღემატება მის საპასპორტო ტვირთამწეობას.
14. ორი ან მეტი ამწევი მექანიზმით აღჭურვილი ამწეებისათვის უნდა გამოიცადოს თითოეული მექანიზმი.
15. თუ ამწე გამოიყენება მხოლოდ ტვირთის ასაწევად და დასაშვებად (ჰიდროელექტროსადგურების საკეტების ასაწევად), მაშინ დინამიკური გამოცდები შეიძლება ჩატარდეს თვით ამწის ან მისი ურიკის გადაადგილების გარეშე.
16. სტატიკური და დინამიკური გამოცდებისათვის ამწეს მფლობელმა უნდა უზრუნველყოს საგამოცდო (საკონტროლო) ტვირთების კომპლექტის არსებობა მათი ფაქტიური მასის აღნიშვნით.
17. ამწის ტექნიკური შემოწმების შედეგები, პასუხისმგებელი პირის მიერ შეიტანება მის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
18. საცვლელი ტვირთსატაცი სამარჯვების და ტარის ექსპლუატაციის პროცესში ამწეს მფლობელმა, წინასწარ განსაზღვრულ გონივრულ ვადებში, პერიოდულად უნდა აწარმოოს მათი დათვალიერებება.
19. რემონტის შემდეგ ამწის სამუშაოდ დაშვება უნდა განხორციელდეს ამწეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
20. ექსპლუატაციაში მყოფი ამწეების ტექნიკური შემოწმება და მისი ელემენტების წუნდება უნდა ჩატარდეს ამწის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მიხედვით, ხოლო თუ ინსტრუქციაში შესაბამისი მონაცემები არ არის, მაშინ ელემენტების წუნდება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
21. ექსპლუატაციაში მყოფი ტვირთსატაცი მოწყობილობების წუნდება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
22. დაუშვებელია წუნდებული ტვირთსატაცი მოწყობილობებისა და საშუალებების ექსპლუატაციაში გამოყენება.
23. ამწეებს, რომელთაც ამოეწურათ სამუშაო რესურსი უნდა გაიარონ ტექნიკური დიაგნოსტირება აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მათი ტექნიკური მდგომარეობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის ვადის დასადგენა