1. ამწეების დამზადების, რეკონსტრუქციის, რემონტის და მონტაჟის დროს პროდუქციის კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული შენადუღი შეერთებების ხარისხის კონტროლი უნდა განხორციელდეს ა სტანდარტით გათვალისწინებული გარე დათვალიერებით და გაზომვებით, მექანიკური გამოცდითა და ურღვევი კონტროლის მეთოდებით.
2.შენადუღ შეერთებებში არ დაიშვება დეფექტები, რომელთა წუნდების მაჩვენებელი აღემატება სტანდარტში მითითებულ სიდიდეებს. ასეთი დეფექტებია:
ა) ყველა სახის და მიმართულების ბზარები, განლაგებული ნაკერის ლითონში, ძირითადი ლითონის შედნობის ხაზზე და ნაკერმიმდებარე ზონაში, მათ შორის მიკროსკოპული გამოკვლევის დროს გამოვლენილი მიკრობზარები;
ბ) ზედაპირზე განლაგებული შეუდუღებლობა (შეუდნობები), შენადუღი შეერთებების კვეთის მიხედვით;
გ) კუთხური და ტესებრი შეერთების წვეროში შეუდუღებლობა;
დ) მთლიანი ბადის სახით განლაგებული ფორები;
ე) შეჭრები და თიები (ნაღვენთები);
ვ) შეუდუღებელი კრატერები;
ზ) ნახვრეტები;
თ) შეუდუღებელი გაწვები ნაკერის ლითონში;
ი) ძირითადი ლითონის გაწვები და მინადნობები (მილების პირაპირი კონტაქტური შედუღების დროს);
კ) წიბოების გადანაცვლება ნახაზებით გათვალისწინებული ნორმის ზევით.