1.  ამწეები, მათი კვანძები, მექანიზმები, უსაფრთხოების ხელსაწყოები და ტვირთსატაცი სამარჯვები უნდა დამზადდეს  რეგლამენტის  და  სტანდარტის  შესაბამისად.

2.  ამწეები, მათი კვანძები, მექანიზმები და უსაფრთხოების ხელსაწყოები უნდა დამზადდეს საწარმოში, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და ჰყავთ მაღალი კვლიფიკაციის სპეციალისტები.

3.  სხვადასხვა საწარმოში დამზადებული კვანძებით და დეტალებით, მექანიზმებით და უსაფრთხოების ხელსაწყოებით ამწეების კომპლექტაციის დროს, მთლიანობაში ამწის დამზადების ხარისხზე, მის  რეგლამენტთან და სტანდარტთან   შესაბამისობაზე, აგრეთვე მისი ტექნიკური დოკუმენტაციის გაფორმებაზე, დადგენილი წესით პასუხისმგებელია საწარმო, რომელიც უშვებს ამწეს აწყობილ მდგომარეობაში. ამწის ტექნიკური დოკუმენტაცია დგება ცალკეული კვანძების დამამზადებელი საწარმოს დოკუმენტების მიხედვით. დოკუმენტები უნდა ინახებოდეს ამწის გამომშვებ საწარმოში.

4.   ყველა დამზადებულ ამწეს თან უნდა ახლდეს:

ა)  ტექნიკური დოკუმენტაცია (პასპორტი);

ბ)  ექსპლუატაციის სახელმძღვანელო;

გ)  მონტაჟის ინსტრუქცია (თუ საჭირო გახდება მონტაჟი);

დ)  სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სტანდარტებით ან დამზადებაზე ტექნიკური პირობებით. ამ რეგლამენტის ცალკეული კვანძების, მექანიზმების და უსაფრთხოების ხელსაწყოების დამზადების დროს, ისინი უნდა აღიჭურვონ შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით.

5.ამწეზე გამოსაჩენ ადგილას, დამამზადებელის მიერ უნდა დამაგრდეს ფირფიტა დამამზადებელი საწარმოს დასახელების ან მისი სასაქონლო ნიშნის, ამწის მაქსიმალური ტვირთამწეობის, გამოშვების თარიღის, ტიპის, სერიული ნომრის მონაცემების აღნიშვნით. ფირფიტა შენარჩუნებული უნდა იყოს ამწის ექსპლუატრაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.

6.დამამზადებელი საწარმო, ამწის მფლობელისაგან შეტყობინების მიღებისას, ვალდებულია აღმოფხვრას ნაკლოვანებები, აგრეთვე დამზადების დროს დაშვებული ხარვეზები.

7.ტვირთსატაცი სამარჯვები (ჯამბარები, ჯაჭვები, ტრავერსები, სატაცები და სხვა) დამზადების შემდეგ ექვემდებარებიან გამოცდას დამამზადებელ საწარმოში, ხოლო რემონტის შემდეგ (გარდა ჯამბარებისა) - საწარმოში, სადაც ისინი გარემონტდნენ. ჯამბარები რემონტს არ ექვემდებარებიან.

8.  ტვირთსატაცი სამარჯვები უნდა აღიჭურვონ დაღით, ან მყარად მიმაგრებული ფოლადის საჭდეთი სერიული ნომრის, ტვირთამწეობის და გამოცდის თარიღის მითითებით. ტვირთსატაც სამარჯვებს გარდა დაღისა (საჭდისა) თან უნდა ახლდეს  ტექნიკური დოკუმენტაცი