1.შენობებში, ღია მოედნებზე და სამუშაოს წარმოების სხვა უბნებზე, ამწეების დაყენება უნდა წარმოებდეს პროექტების, რეგლამენტისდა სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ხიდური ტიპის, კოშკურა და პორტალური ამწეების სავალი ლიანდაგების მოწყობა უნდა წარმოებდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად შემუშავებული პროექტის მიხედვით.
3.იატაკიდან ან კავშირის საშუალებით მართვადი ამწეების დაყენების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს თავისუფალი გასასვლელი იმ პირთათვის, რომელიც მართავს ამწეს.
4. დაუშვებელია სამრეწველო ან სხვა შენობების თავზე იმ ამწეების დაყენება, რომელთა ტვირთსატაც ორგანოს წარმოადგენს სატვირთო ელექტრომაგნიტი.
5. მიწისზედა ლიანდაგზე მოძრავი ამწეების დაყენება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. 6. ამწის მოძრაობის მთელ მანძილზე გამორიცხული უნდა იყოს ხალხის ყოფნა. ხალხისათვის განკუთვნილი გასასვლელების და სავალი ნაწილების თავზე დაყენებული უნდა იყოს ჩამოვარდნილი ტვირთის შეკავების უნარის მქონე დამცავი გადახურვები (ბადეები და სხვა).
7. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებისათვის ამწის დაყენება უნდა ხდებოდეს ამწეების სამუშაოთა წარმოების პროექტის შესაბამისად.
8. ლიანდაგზე მოძრავი ამწის დაყენება ელექტროგადაცემის საჰაერო ხაზის ზონაში შეთანხმებული უნდა იყოს ხაზის მფლობელთან.
9. ისრიანი ამწის დაყენება უნდა წარმოებდეს დაგეგმარებულ და მომზადებულ მოედანზე გრუნტის კატეგორიის და მახასიათებლის გათვალისწინებით. არ შეიძლება ამწის დაყენება ახალ ნაყარ და დაუტკეპნავ გრუნტზე, აგრეთვე იმ მოედანზე, რომლის დახრა აღემატება ამწის ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულს.
10. ისრიანი ამწის დაყენება უნდა წარმოებდეს ისე, რომ მუშაობისას ამწის ნებისმიერი მდგომარეობის დროს, მანძილი მისი საბრუნი ნაწილისა და ნაგებობებს, ტვირთის შტაბელებს და სხვა საგნებს შორის შეადგენდეს არანაკლებ 1000 მმ-ს.
11. ისრიანი ან სარკინიგზო ამწეების გამოსატან საყრდენებზე დაყენების აუცილებლობის დროს ისინი უნდა დაყენდეს ყველა არსებულ გამოსატან საყრდენზე. საყრდენების ქვეშ დაგებული უნდა იყოს მტკიცე და მდგრადი ქვესადებები, რომლებიც უნდა წარმოადგენდენ ამწის საინვენტარო აღჭურვილობას.
12. ქვაბულის (თხრილის) ფერდის კიდეზე ისრიანი ამწეები უნდა დაყენდნენ უსაფრთხო მანძილზე სტანდართის მოთხოვნათა შესაბამისა