1. საპირწონეს და ბალასტის შემადგენელი ნაწილები უნდა დამაგრდნენ ან მოთავსდნენ გარსაცმში, ვარდნისაგან მათი დაცვის და დადგენილი მასის ცვლილების შესაძლებლობის გამორიცხვის მიზნით. საპირწონეს ან ბალასტის სახით წვრილმანი ცალობრივი ტვირთის გამოყენე¬ბის შემთხვევაში, ის უნდა მოთავსდეს ლითონის ყუთში. ყუთის შესრულებამ უნდა გამორიცხოს მასში ატმოსფერული ნალექების მოხვედრა და ტვირთის გადმოვარდნა.  საპირწონეს ან ბალასტის სახით ქვიშის, ხრეშის და ღორღის გამოყენება დაუშვებელია.

2. მოძრავი საპირწონეები უნდა გადაადგილდებოდნენ ავტომატურად შვერის ცვალებასთან ერთად ან გააჩნდეთ საპირწონეს მდებარეობის კარგად დაკვირვების მაჩვენებელ