1. ამწეების ელექტრომოწყობილობა, მისი მონტაჟი, დენმიმყვანი და დამიწება უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ნორმატიული აქტების და ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნებს.
2. ამწის ელექტრომოწყობილობაზე გარე ქსელიდან ძაბვის მიწოდება უნდა ხდებოდეს ხელის ან დისტანციურ ამძრავიანი შემყვანი მოწყობილობით (ჩამრაზი, ავტომატური ამომრთველი).
3. ხიდური, ჯოჯგინა და კონსოლური ამწეების შემყვანი მოწყობილობა (დამცავი პანელი) უნდა აღიჭურვოს სპეციალური კონტაქტური გასაღებიანი საკეტით (მარკა-გასაღებით), რომლის გარეშეც შეუძლებელი უნდა იყოს ამწეზე ძაბვის მიწოდება. კოშკურა ამწის შემყვანი მოწყობილობა და მართვის პანელი აღჭურვილი უნდა იყოს მათი გასაღებით ჩამკეტი სამარჯვით.
4. ძაბვის მიწოდებისათვის მთავარ ტროლეიზე ან დრეკად კაბელზე გამოსართველად მისაწვდომ ადგილზე უნდა დაყენდეს ამომრთველი. გამორთულ მდგომარეობაში ამომრთველს უნდა გააჩნდეს მისი ჩამკეტი სამარჯვი.
5. პორტალური ამწეები, რომლებზეც ენერგიის მიყვანა ხდება დრეკადი კაბელის საშუალებით, უნდა აღიჭურვონ მკვებავი კაბელის ავტომატური დახვევისათვის (გადმოხვევისათვის) კაბელური დოლით.
6. ამწის კაბინასს და სამანქანო სათავსს უნდა გააჩნდეთ ელექტრო განათება, ხოლო ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეებს - აგრეთვე გათბობა.
7. ამწის მექანიზმებს ელექტრო-ამძრავების გამორთვის დროს განათება და გათბობა არ უნდა რჩებოდნენ ჩართულ მდგომარეობაში.
8. განათების და სასიგნალო ხელსაწყოს ელექტრული წრედის კვება უნდა განხორციელდეს შემყვან მოწყობილობამდე და გააჩნდეს საკუთარი ამომრთველები.
9. ყველა ამწე აღჭურვილი უნდა იყოს არაუმეტეს 42 ვოლტი ძაბვის მქონე დაბალვოლტიანი სარემონტო განათები