1. სატვირთო კავების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთამწე სამუშაობის უსაფრთხო შესრულებას და  შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. ნაჭედი და დაშტამპული კავის ზომები და ძირითადი პარამეტრები მიღებული უნდა იყოს ამწის კავის ტიპის და ამძრავის სახის მიხედვით სტანდარტის შესაბამისად.

2. ნაჭედ ან/და შტამპულ სატვირთო კავებზე დასმული უნდა იყოს აღნიშვნა  სტანდარტების მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ფირფიტოვანი კაკვი ტრავერსზე დაკიდებულია ჩანგლის საშუალებით, მაშინ ჩანგალზეც უნდა იყოს იგივე აღნიშვნა რაც კავზე.

3. სპეციალური შესრულებით დამზადებული სატვირთო კავებს თან უნდა გააჩნდეს ტექნიკური დოკუმენტაცია დამამზადებელი საწარმოს, კავის საქარხნო ნომრის, მისი ტვირთამწეობის და იმ მასალის მითითებით, რომლისგანაც არის დამზადებული კავი.

4. აწევის ან ჩაკეტვის ბაგირიანი მექანიზმის მქონე გრეიფერის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მის თვითნებურ გახსნას და ბაგირების ამოვარდნას ბლოკის ღარიდან. გრეიფერის ტვირთამწეობა დადასტურებული უნდა იყოს გაანგარიშებით მისი შევსების კოეფიციენტის და გადასატვირთი მასალის მაქსიმალური სიმკვრივის გათვალისწინებით.

5. გრეიფერი უნდა აღიჭურვოს ფირნიშით, დამამზადებელი საწარმოს, გრეიფერის ნომრის, მოცულობის, საკუთარი მასის და იმ გადასატვირთი მასალის სახეობის მითითებით, რომლისთვისაც ის არის გათვალისწინებული, აგრეთვე ამოჩამჩული მასალის მაქსიმალურად დასაშვები მასის მითითებით.

6. უშუალოდ ბაგირებზე დაკიდული სხვა სახის ტვირთსატაცი ორგანოების (ტრავერსი, ჩანგალი, სპრედერი, ლითონის გლინვის, მილების და სხვა მართვადი სატაცები) მიმართ მოთხოვნები მოცემული უნდა იყოს ამ ამწეთა ტექნიკურ პირობებშ