1. ამწის ლითონკონსტრუქციების (ჩარჩო, ხიდი, კოშკი, პორტალი, ისარი, საყრდენი და სხვა) გაანგარიშება და კონსტრუირება უნდა განხორციელდეს   რეგლამენტის   და სტანდარტის შესაბამისად.

2. ამწეებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ გამოსაწევი ისრები, კოშკები ან საყრდენები, გათვალისწინებული უნდა იყოს გამოწეული ლითონკონსტრუქციის საიმედო ფიქსაცია.

3. მასალები, ამწის ლითონკონსტრუქციების და მისი ელემენტების პროექტირების დროს უნდა გამოიყენებოდეს სტანდარტების შესაბამისად.

4. ლითონკონსტრუქციების პროექტირების დროს მასალების შერჩევვა უნდა ხდებოდეს ელემენტების დატვირთვის ხარისხის, გარემო აგრესიული პირობებისა და ტემპერატურული ქვედა ზღვრული მნიშვნელობების გათვალისწინებით ამწის მუშა და არა მუშა მდგომარეობისათვის.

5. ამწეთა ლითონკონსტრუქციები და ლითონის დეტალები დაცული უნდა იყვნენ კოროზიისაგან. ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეების კოლოფისებური და მილისებური ლითონკონსტრუქციების პროექტირების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მათში წყლის ან ნესტის  დაგროვების თავიდან აცილების შესაძლებლებლობ