1. სატვირთო, საისრე,  მზიდი, საწევი და სამონტაჟოდ გამოყენებული ლითონის ბაგირების მარკა, ტიპი, და კონსტრუქცია უნდა  უზრუნველყოფდეს დატვირთვისადმი მედეგობას სათანადო მარაგის კოეფიციენტის გათვალისწინებით და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს, გააჩნდეთ ბაგირების დამამზადებელი საწარმოს სერტიფიკატი (მოწმობა) ან მისი ასლი მათი გამოცდის შესახებ.

2. ამწეებზე ბაგირების დამაგრება და განლაგება უნდა გამორიცხავდეს მათი დოლებიდან ან ბლოკებიდან გადმოვარდნას, ლითონკონსტრუქციების ელემენტებთან ან სხვა პოლისპასტის ბაგირებთან შეხებას და მათი ცვეთის შესაძლებლობას.

3. ბაგირის ბოლოს მარყუჟი ამწეზე  დამაგრების დროს, აგრეთვე რგოლებთან კავებთან ან სხვა დეტალებთან შეუღლებული ჯამბარის მარყუჟი, შესრულებული უნდა იყოს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. მომჭერების კონსტრუქცია უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს. მომჭერების რიცხვი განისაზღვრება დაპროექტების დროს ბაგირის დიამეტრის გათვალისწინებით, მაგრამ არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. მომჭერების განლაგების ბიჯი და ბოლო მომჭერის შემდეგ ბაგირის თავისუფალი ბოლოს სიგრძე უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ ექვსი ბაგირის დიამეტრის სიგრძეს.

5. დოლზე ბაგირის დამაგრება უნდა იყოს საიმედო და უზრუნველყოფდეს ბაგირის შეცვლის შესაძლებლობას. მიმჭერი თამასების გამოყენების შემთხვევაში მათი რიცხვი არ უნდა იყოს ორზე ნაკლები. ბაგირის თავისუფალი ბოლოს სიგრძე დოლზე მიმჭერი თამასიდან უნდა შეადგენდეს არანაკლებ ორი ბაგირის დიამეტრის სიგრძეს.

6. ლითონის ბაგირების სახით გამოყენებული სატვირთო, საისრე, მზიდი, საწევი და სხვა სახის ფოლადის ბაგირების შერჩევა უნდა ხდებოდეს  რეგლამენტის    მოთხოვნათა შესაბამისად. დაპროექტებისას, აგრეთვე ამწეზე დაყენებამდე ბაგირები უნდა შემოწმდნენ გაანგარიშებით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

7. ექსპლუატაციაში მყოფი ამწეების ბაგირების წუნდება უნდა ჩატარდეს ამწის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მიხედვით. სახელმძღვანელოში შესაბამისი განყოფილების არ არსებობის დროს, ბაგირების წუნდება  უნდა განხორციელდეს  სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისა