1. მართვის აპარატები უნდა შესრულდეს და დაყენდეს ისე, რომ მოსახერხებელი იყოს მართვა და არ იყოს გაძნელებული ტვირთსატაც ორგანოებზე და ტვირთზე დაკვირვება.
2. სახელურების და ბერკეტების გადაადგილების მიმართულება უნდა შეესაბამებოდეს მექანიზმების მოძრაობის მიმართულებას.
3. გამოსაძახებელი მოძრაობების მიმართულებების პირობითი აღნიშვნები უნდა მიეთითოს მართვის აპარატებზე და შენარჩუნებული იყოს ექსპლუატაციის განმავლობაში.
4. სახელურების ცალკეული მდებარეობები უნდა ფიქსირდებოდეს, ფიქსაციის ძალვა ნულოვან მდებარეობაში უნდა იყოს მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ მდებარეობაში.
უსაფეხურო რეგულირების დროს, სახელურების ფიქსაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხოლოდ ნულოვან მდებარეობაში.
5. მექანიზმის რევერსული ამუშავებისათვის განკუთვნილ ღილაკიან აპარატებს უნდა გააჩნდეთ, ორივე ღილაკზე ერთდროულად დაჭერის დროს რევერსულ აპარატებზე ძაბვის მიწოდების გამომრიცხავი ელექტრობლოკირება.
6. იატაკიდან სამართავ აპარატებს უნდა გააჩნდეთ ნულოვან მდებარეობაში თვითდაბრუნების საშუალება, ამასთანავე მექანიზმის მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ ღილაკზე მუდმივად დაჭერის შემთხვევაში ან სახელურის მუშა მდგომარეობაში შეკავებით.
7. მართვის აპარატები დაკიდული უნდა იყოს ისეთი სიგრძის ფოლადის ბაგირზე, რომ პირს რომელიც მართავს მექანიზმს მიეცეს საშუალება იმყოფებოდეს ასაწევი ტვირთიდან უსაფრთხო მანძილზე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. ელექტროამძრავიანი ამწეებისათვის სახაზო კონტაქტორის ჩართვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა კონტროლერი იმყოფება ნულოვან მდებარეობაში.
9. ინდივიდუალური ნულოვანი დაცვის მქონე მართვის პანელის ნულოვანი ბლოკირების კონტაქტები შეიძლება არ ჩაირთონ დამცველი პანელის (შემყვანი მოწყობილობის) კონტაქტორის წრედში. ამ შემთხვევაში მართვის კაბინაში დაყენებული უნდა იყოს მაშუქი სიგნალიზაცია, რომელიც მიანიშნებს მართვის პანელის ჩართვას ან ამორთვას.
10. ამწეზე რამდენიმე მართვის პანელის არსებობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს სხვადასხვა პოსტიდან ერთდროული მართვის შესაძლებლობის გამომრიცხავი ბლოკირება.
11. კოშკურა ამწეები, მათი მონტაჟის და გამოცდის უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, უნდა აღიჭურვონ გამოსატანი მართვის პულტი