1. ამწეთა მართვის კაბინები უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს.
2. მართვის კაბინა და მართვის პულტი უნდა განლაგდნენ ისეთ ადგილას, რომ ამწის მემანქანეს ჰქონდეს ტვირთსატაცი ორგანოს და ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვების საშუალება, ამწის მუშაობის მთლიანი ციკლის განმავლობაში.
3.ისრიანი ტიპის ამწის მართვის კაბინა უნდა მოთავსდეს ისე, რომ ისრის მინიმალური შვერის შემთხვევაში გამორიცხული იყოს ტვირთსატაცი ორგანოს ან ტვირთის კაბინაზე დაჯახების შესაძლებლობა. უშუალოდ კაბინის თავზე ამწის მექანიზმების განლაგება დაუშვებელია.
4. ხიდური ამწის და გადასაადგილებელი კონსოლური ამწის კაბინა მოთავსებული უნდა იყოს ხიდის (კონსოლის) გალერეის ქვეშ და უკავშირდებოდეს მას კიბით. ხიდური ტიპის ამწეებისათვის დასაშვებია კაბინის დაკიდება სატვირთო ურიკის ჩარჩოზე. ამ შემთხვევაში კაბინიდან ხიდის გალერეაზე გამოსვლა უნდა ხდებოდეს ურიკის ფენილის გავლით ან გარედან შემოღობილი კიბით.
5. ხიდური ტიპის ამწის კაბინა დაკიდული უნდა იყოს მთავარი ტროლეის განლაგების საწინააღმდეგო მხარეს. გამონაკლისი დასაშვებია იმ შემთხვევებში, როდესაც ტროლეი მიუწვდომელია კაბინიდან, დასაჯდომი ბაქნიდან ან კიბიდან მათთან შემთხვევითი შეხებისაგან.
6. კაბინის შიდა ზომები, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების შესაძლებლობას და შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
7. კაბინაში შესასვლელი კარი აღჭურვილი უნდა იყოს საკეტით. კარი უნდა იღებოდეს კაბინის შიგნით. გამონაკლისს წარმოადგენს ისრიანი ამწეები, აგრეთვე კაბინის შესასვლელის წინ შესაბამისი შემოღობვის მქონე ტამბურის ან ბაქანის არსებობა, ამ შემთხვევებში კაბინის კარი შეიძლება გაიღოს გარეთ. ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეები უნდა აღიჭურვონ გარედან კარების ჩამკეტი მოწყობილობით.
8. ლიულკიდან კაბინაში შესვლა დაუშვებელია.
9. ელექტროამძრავიანი ამწის კაბინის იატაკს უნდა გააჩნდეს რეზინის დიელექტრიკული ნოხით დაფარული არალითონური მასალებისაგან დამზადებული საფარი, რომელიც გამორიცხავს სრიალს.
10.ამწის კაბინა აღიჭურვილი უნდა უნდა იყოს ამწის მემანქანისათვის განკუთვნილი სტაციონარული (რეგულირებადი) სკამით ისე, რომ ამწის მემანქანემ დამჯდარმა შესძლოს აპარატების მართვა და ტვირთის გადაადგილებაზე დაკვირვება.
11.ამწის კაბინა შესრულებული და აღჭურვილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასში სათანადო ტემპერატურული რეჟიმი და ჰაერის მომოქცევა სტანდარტების შესაბამისა