1. ამწეების ჰიდრომოწყობილობა და კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ტვირთაწე სამუშაოების უსაფრთხო შესრულებას და შეესაბამებოდეს რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს.
2. ჰიდრავლიკური სისტემის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს:
ა) ავარიულ სიტუაციებში (წნევის დაცემა, მილსადენების გარღვევა, შეერთებების ჰერმეტულობის დარღვევა, ძრავის გაჩერება და სხვა), ტვირთის თვითნებური დაშვების შესაძლებლობა. ამძრავი მექანიზმები უნდა ჩერდებოდნენ მართვის ელემენტების ნებისმიერ შესაძლებელ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
ბ) ლითონკონსტრუქციის ელემენტებთან შეხების დროს ჰიდროამძრავის ელემენტების (მილსადენები, სახელოები, მათი შეერთებები) დაზიანების შესაძლებლობა.
3. მექანიზმების ჰიდროამძრავი უნდა უზრუნველყოფდეს გაშვებას, კავზე ტვირთის ნებისმიერი ადგილიდან და ტვირთის დაშვებას განსაზღვრული სიჩქარით.
4. ყოველი ჰიდრავლიკური კონტური მუშა სითხის წნევის გადამეტებისაგან დაცული უნდა იყოს ნომინალური ტვირთით მუშაობაზე რეგულირებული და დაპლომბილი დამცველი სარქველით. ერთნაირი არადასაშვები წნევისაგან დაცულ ჰიდრავლიკურ კონტურებს შეიძლება გააჩნდეთ ერთი საერთო დამცველი სარქველი.
5. მუშა სითხის დონე უნდა კონტროლდებოდეს მინიმალური და მაქსიმალური ნიშნულების მიხედვით, საცეცის გამოყენება დაუშვებელია. ამწეებზე სითხის რამოდენიმე ავზის გამოყენების დროს მათ უნდა გააჩნდეთ მარკირებ