1. ამწეეების უსაფრთხოების ხელსაწყოები და მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის და სტანდარტების მოთხოვნებს.
2. ამწეები აღჭურვილი უნდა იყვნენ მუშაობის პროცესში მოძრაობის შემზღუდველებით:
ა) ტვირთსატაცი ორგანოს (გარდა ზღვრული მომენტის ქუროთი აღჭურვილი ელექტრული ტალისა) ასაწევი მექანიზმის ავტომატური გაჩერებისათვის მის უკიდურეს ზედა და ქვედა მდგომარეობაში. შემზღუდველი შეიძლება არ იყოს დაყენებული, თუ ამწის ექსპლუატაციის პირობების მიხედვით არ მოითხოვება ტვირთის დაშვება ტექნიკურ დოკუმენტაციაში აღნიშნულ დონეზე დაბლა;
ბ) შვერის ცვლილების მექანიზმის ავტომატური გაჩერებისათვის;
გ) სალიანდაგო ამწეების (სარკინიგზოს გარდა) და მათი სატვირთო ურიკების გადაადგილების მექანიზმის ავტომატური გაჩერებისათვის, თუ ამწის (ურიკის) სიჩქარე უკიდურეს მდგომარეობაში მისვლის დროს გადააჭარბებს 30 მ/წთ. კოშკურა, ჯოჯგინა ამწეებისა და ხიდური გადამტვირთავი ამწეების გადასაადგილებელი მექანიზმები, მიუხედავად გადაადგილების სიჩქარისა, უნდა აღიჭურვონ შემზღუდველებით;
დ) ერთ ლიანდაგზე მომუშავე ხიდური, ჯოჯგინა, კონსოლური, პოტალური ამწეების და მათი სარტვირთო ურიკების გადაადგილების მექანიზმების ავტომატური გაჩერებისათვის.
აღნიშნული მოწყობილობები უნდა ეყენოს ნებისმიერი მექანიზმის სვლის შეზღუდვის აუცილებლობის დროს. მაგალითად: საბრუნი მექანიზმის, მონტაჟის დროს ისრის ტელესკოპური სექციის გამოწევის ან კოშკურა ამწის სექციის აწევის, ტვირთსატაცი ორგანოს და კაბინის ასაწევი მექანიზმის.
3. ამწეზე ბოლო ამომრთველები უნდა ირთვებოდნენ ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მექანიზმის უკუმოძრაობის შესაძლებლობა.
შემდგომი მოძრაობა იმავე მიმართულებით დასაშვებია: - ხიდური ამწის მოძრაობის მექანიზმისათვის ჩასაჯდომ ბაქანთან ან ჩიხურ საბჯენთან უმცირესი სიჩქარით მიახლოების დროს; - სატრანსპორტო მდგომარეობაში ისრიანი ამწის ისრის დაშვების მექანიზმისათვის (ტვირთის გარეშე).
4. ტვირთის და ისრის ასაწევი მექანიზმის შემზღუდველმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის გარეშე აწევის დროს ტვირთსატაცი ორგანოს გაჩერება უსაფრთხო მანძილზე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ამწევი და ჩამკეტი ჯალამბრების განცალკევებული ამძრავით აღჭურვილი გრეიფერული ამწეეების შემზღუდველმა (შემზღუდველებმა) გრეიფერის მიერ კიდურა ზედა მდგომარეობის მიღწევის დროს ერთდროულად უნდა გამოირთოს ორივე ძრავა.
6. მოძრავი მექანიზმების შემზღუდველები უნდა უზრუნველყოფდნენ მექანიზმების ძრავების გამორთვას საყრდენამდე უსაფრთხო მანძილზე სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
7. ისრიანი ტიპის ამწეები (კონსოლურის გარდა) უნდა აღიჭურვონ ტვირთის აწევის და ისრის შვერის მექანიზმების ავტომატურად გამომრთველი ტვირთამწეობის (სატვირთო მომენტის) შემზღუდველით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
8. ხიდური ტიპის ამწეები უნდა აღიჭურვონ ტვირთამწეობის შემზღუდველებით (ყოველი სატვირთო ჯალამბრისათვის), თუ საწარმოს ტექნოლოგიით შესაძლებელია მათი გადატვირთვა. ხიდის სიგრძეზე ცვლადი ტვირთამწეობის ამწეები ასეევე უნდა აღიჭურვონ ასეთივე შემზღუდველებით. ხიდური ტიპის ამწეების ტვირთამწეობის შემზღუდველმა არ უნდა დაუშვას 25 % მეტად გადატვირთვა.
9. ტვირთამწეობის შემზღუდველის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი უნდა იყოს ტვირთის დაშვება ან სატვირთო მომენტის შემცირებისათვის სხვა მექანიზმების ჩართვა.
10. ისრიანი ამწეები უნდა აღიჭურვონ ამწევი და საბრუნი მექანიზმების მოძრაობის შემზღუდველებით.
11. დაბრკოლებებთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით შეზღუდულ პირობებში მომუშავე ისრიანი ამწეები უნდა აღიჭურვონ კოორდინატული დაცვით.
12. დაკიდული მართვის პულტის მქონე ამწეების გარდა, ამწეებს უნდა გააჩნდეთ ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა, რომლის ხმა კარგად უნდა ისმოდეს ამწის მუშაობის ზონაში. რამდენიმე პოსტიდან ამწის მართვის დროს სიგნალის ჩართვა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მათგანიდან.
13. ელექტროამძრავიანი ამწეებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს ტვირთის ან ისრის ჩამოვარდნის დამცავი მოწყობილობა, მკვებავი ელექტროქსელის სამი ფაზიდან ნებისმიერის გამორთვის დროს.
14. ხიდური ტიპის ამწეები უნდა აღიჭურვონ გალერაზე გასვლისას ამწედან ძაბვის ავტომატური მოხსნის მოწყობილობით. ამ დროს შენობაში მომუშავე ამწეთათვის 42 ვოლტზე ნაკლები ძაბვის ტროლეის გამორთვა არ არის სავალდებულო. ხიდური ამწეებისათვის, რომლებზეც შესვლა გათვალისწინებულია გალერეიდან, ასეთი ბლოკირებით უნდა აღიჭურვოს გალერეაზე შესასვლელი კარები.
15. ამწესთან ერთად მოძრავ მართვის კაბინაში შესასვლელ კარებს, ჩასაჯდომი ბაქანის მხრიდან უნდა გააჩნდეს ღია კარებით ამწის მოძრაობის ამკრძალავი ელექტრომოწყობილობა. თუ კაბინას გააჩნია ტამბური, მაშინ ასეთი ბლოკირება უნდა გააჩნდეს მის კარებს.
16. მაგნიტურ სატაციან ამწეებში ელექტრული სქემა ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ უსაფრთხოების ხელსაწყოების და მოწყობილობის კონტაქტებით ამწედან ძაბვის მოხსნის დროს არ მოხდეს სატვირთო ელექტრომაგნიტიდან ძაბვის მოხსნა.
17. უძრავი კოშკის მქონე კოშკურა ამწეებში და სხვა სახის ამწეებისათვის მის საბრუნ ნაწილზე კაბინის განლაგების დროს, მბრუნავი ნაწილიდან უძრავში ადამიანის გადასვლისას, უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, გათვალისწინებული უნდა იყოს საბრუნი მექანიზმის ძრავის ავტომატური გამორთვის მოწყობილობა ღია კარების ან ლიუკის დროს.
18. ამწეებისათვის, რომელთა ტვირთამწეობა იცვლება შვერის ცვლილებასთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს შვერის შესაბამისი ტვირთამწეობის მაჩვენებელი. ტვირთამწეობის მაჩვენებლის სკალა (ტაბულა) მკაფიოდ უნდა ჩანდეს მემანქანის (შემდგომში - მეამწის) სამუშაო ადგილიდან. ტვირთამწეობის მაჩვენებელი შეიძლება შედიოდეს ტვირთამწეობის ელექტრონული შემზღუდველის შემადგენლობაში. ამწის ტვირთამწეობის მაჩვენებელი სკალის გრადუირების დროს შვერის აზომვა უნდა ჩატარდეს ჰორიზონტალურ მოედანზე გარკვეული შვერისას, შესაბამის კავზე დაკიდებული ტვირთით, ხოლო სკალაზე ნიშნულის დადება ხდება ტვირთის მოხსნის შემდეგ.
19. ისრიანი ამწის კაბინაში დაყენებული უნდა იყოს ამწის დახრის კუთხის მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაწევი საყრდენების მართვა ხორციელდება კაბინის გარედან, ამწის უძრავ ჩარჩოზე უნდა დაყენდეს ამწის დახრის კუთხის დამატებითი მაჩვენებელი.
20. კოშკურა ამწეები კოშკის თავის წვერამდე 15 მ-ზე მეტი სიმაღლით, ჯოჯგინა ამწეები 16 მ-ზე მეტი მალით, პორტალური ამწეები და ხიდური ამწე-გადამტვირთავი უნდა აღიჭურვონ, მათი მუშა მდგომარეობისათვის დოკუმენტაციაში მითითებული ქარის სიჩქარის მიღწევისას, ხმოვანი სიგნალის ავტომატურად ჩამრთველი ხელსაწყოთი (ანემომეტრით). ხელსაწყოს დაყენების ადგილი უნდა შეირჩეს ნორმატიული დოკუმენტაციის შესაბამისად.
21. ღია ცის ქვეშ ლიანდაგზე მოძრავი ამწეები უნდა აღიჭურვონ გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით. ეს პირობა არ ვრცელდება ღია ცისქვეშ მომუშავე ხიდური ამწეებზე, რომლებიც შეიძლება არ აღიჭურვონ გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობით, თუ არა მუშა მდგომარეობაში ამწეზე მაქსიმალურად დასაშვები ქარის სიჩქარის მოქმედებისას მოძრავი მექანიზმების დამუხრუჭების მარაგის სიდიდე შეადგენს არა უმეტეს 1,2.
22. გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის სახით რელსური დამჭერების გამოყენებისას მათი კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს ამწის დამაგრების საშუალებას მისი გადაადგილების მთელ მანძილზე.
23. გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობები სამანქანო ამძრავით უნდა აღიჭურვონ მათი ხელით მოქმედებაში მოსაყვანი სამარჯვით.
24. ლიანდაგზე მოძრავ ამწეებს და მათ ურიკებს საბჯენებთან ან ერთმანეთთან შესაძლო დარტყმების შემსუბუქებისათვის უნდა გააჩნდეთ დრეკადი ბუფერული მოწყობილობები.
25. ამწეებს (ელექტროტალების გარდა) და სატვირთო ურიკებს, რომლებიც გადაადგილდებიან ლიანდაგზე, უნდა გააჩნდეთ საყრდენი დეტალები, სავალი მოწყობილობის თვლების ან ღერძების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევისათვის სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
26. ისრის ცვალებადი შვერის და დრეკადი დაკიდების მქონე ისრიან ამწეებზე დაყენებული უნდა იყოს საბრჯენები ან სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამორიცხავენ ისრის უკუვარდნას. კოშკურა ამწეებისათვის ასეთი მოწყობილობები უნდა დაყენდეს იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური შვერის დროს კუთხე ჰორიზონტალსა და ისარს შორის აღემატება 70°-ს.
27. ისრიანი ამწეები უნდა აღიჭურვონ ელექტროგადამცემი ხაზების სადენებამდე უსაფრთხო მანძილზე ისრის გაწევის მექანიზმის ავტომატური გამომრთველებით.
28. უსაფრთხოების ხელსაწყოების დაპლომბის ადგილები მიეთითება საექსპლუატაციო და საკოსტრუქტორო დოკუმენტებშ