1. ამწეების ადვილად მისაწვდომი მოძრავი, ელექტრომოწყობილობის არაიზოლირებული ნაწილები და ლუკით არაგანრთვადი ტროლეები, უნდა იყოს აღჭურვილი შემთხვევითი შეხებისაგან გამომრიცხავი დამცავი საშუალებებით სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ლიანდაგზე მოძრავი ამწეების (სარკინიგზო ამწეების გარდა) და მათი საყრდენი ურიკების სავალი თვლები უნდა აღიჭურვონ თვლების ქვეშ უცხო საგნების მოხვედრის გამომრიცხავი საფარებით. ღრეჩო საფარსა და რელსს შორის არ უნდა აღემატებოდეს 10 მმ-ს.

3. ამწის ლიანდაგის გასწვრივ განლაგებული მთავარი ტროლეები და მათი დენმიმღებები მიუწვდომელნი უნდა იყვნენ ამწის ხიდიდან, კიბიდან, დასჯდომი და სხვა (სადაც შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები) ბაქნებიდან, მათთან შესახებად, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადენების და დენმიმღებების შესაბამისი განლაგებით.

4. ამწის მთავარ და დამხმარე ტროლეებთან სატვირთო ბაგირების შესაძლო შეხების ადგილებში დაყენებული უნდა იყოს შესაბამისი დამცავი მოწყობილობებ