1. ამწის რეკონსტრუქციას, რემონტსა და მონტაჟს შედუღების გამოყენებით, აგრეთვე უსაფრთხოების ხელსაწყოების გაწყობას უნდა აწარმოებდნენ ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.
2. ამწეების რეკონსტრუქცია (ამძრავის შეცვლა, კავიანი ამწეების გრეიფერული ან მაგნიტიან ამწეებად გადაკეთება, ხიდის მალის გაზრდა, ისრის დაგრძელება, ტვირთის აწევის სიმაღლის გაზრდა, ტვირთამწეობის გაზრდისათვის ამწის გაძლიერება), ასევე სხვა სახის კვლავმოწყობა, რომელიც იწვევს ამწის კვანძებში და მუშა ელემენტებში დატვირთვების გაზრდას ან გადანაწილებას, ამწის სატვირთო ან საკუთარი მდგრადობის შემცირებას უნდა განხორციელდეს დამამზადებელი საწარმოს ან სპეციალიზებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროექტის და ტექნიკური პირობების შესაბამისად.
3. ორგანიზაცია, რომელიც შედუღების გამოყენებით აწარმოებს ამწის რეკონსტრუქციას და რემონტს უნდა გააჩნდეს გამოსაყენებელი ლითონების და შესადუღებელი მასალების შედუღების ხარისხის კონტროლის მეთოდების, შედუღების შეერთებების და ცალკეული კვანძებისა და მზა ნაკეთობების მიღების ნორმების, აგრეთვე საექსპლუატაციო დოკუმენტების გაფორმების წესის მითითებების შემცველი ტექნიკური პირობები.
4. ამწის რემონტის ან რეკონსტრუქციის მწარმოებელმა ორგანიზაციამ აქტში უნდა ასახოს ჩატარებული სამუშაოს ხასიათი და შეიტანოს მასში მონაცემები გამოყენებულ მასალაზე სერთიფიცირების მითითებით. დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ გამოყენებული მასალის და შედუღების ხარისხს, უნდა ინახებოდეს საშემდუღებლო სამუშაოების ჩამტარებელ ორგანიზაციაში. აქტი თან უნდა დაერთოს ამწის ტექნიკურ დოკუმენტაციას. ჩატარებული რემონტი ან რეკონსტრუქცია ამწის მფლობელმა უნდა ასახოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში ჩანაწერის სახი