1. ამწის სალიანდაგო ხაზის (სარგინიგზო ამწების ლიანდაგის გარდა) მოწყობა უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის ან ამწის დამაზადებელი საწარმოს მიერ შემუშავებული პროექტით. ექსპლუატაციაში მყოფ სალიანდაგო ხაზზე ამწის დადგმის დროს, ხაზი უნდა შემოწმდეს ასეთი დატვირთვის დაშვებაზე გაანგარიშებით.
სარკინიგზო ამწის სალიანდაგო ხაზი მოწყობილი უნდა იყოს სათანადო ნორმების შესაბამისად.
2. სალიანდაგო ხაზის პროექტი უნდა შედგეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ამწეების და სატვირთო ურიკების რელსები უნდა მაგრდებოდეს ისე, რომ გამოირიცხოს რელსების გრძივი და განივი გადანაცვლება ამწის მუშაობის და მოძრაობის დროს. რელსების შედუღებით დამაგრების შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს მათი თბური დეფორმაცია.
4. ამწის ლიანდაგის გადახრების ზღვრული სიდიდეები და რელსებისა და შპალების დეფექტები არ უნდა აღემატებოდეს არ უნდა აღემატებოდნენ სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ამწის უსაფრთხო გადაადგილებას.
5. საექსპლუატაციოდ სალიანდაგო ხაზის მზადყოფნა დადასტურებული უნდა იყოს მიღება-ჩაბარების აქტით.
6. სალიანდაგო ხაზის დამიწების წინაღობის გაზომვა უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.