1. ამწეების უსაფრთხო ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ამწეების, ტვირთსატაცი სამარჯვების და სალიანდაგო ხაზების მფლობელები, აგრეთვე ამწეების ექსპლუატაციის გამწევი იურიდიული და ფიზიკური პირები, ვალდებული არიან უზრუნველყონ მათი გამართულ მდგომარეობაში ყოფნა და მუშაობის უსაფრთხო პირობები, შესაბამისი შემოწმების, დათვალიერების, რემონტის, ზედამხედველობის და მომსახურების ორგანიზაციის გზით.
ამ მიზნებისათვის საჭიროა:
ა) დანიშნონ პასუხისმგებელი (ინჟინერ-ტექნიკური მუშაკები) პირები ამწეების ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხო ექსპლუატაციის და ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად.
ბ) უზრუნველყონ რეგლამენტის მოთხოვნათა მიხედვით ამწის მომსახურე პერსონალის სწავლება და ცოდნის პერიოდული შემოწმება.
გ) შემუშავდეს თანამდებობრივი ინსტრუქციები პასუხისმგებელი პერსონალისათვის, ხოლო საწარმოო ინსტრუქციები მომსახურე პერსონალისათვის, სამუშაოს წარმოების პროექტები, ტექნოლოგიური რუქები, დატვირთვა-გადმოტვირთვისას დაჯამბარების სქემები.
3. ამწე მოწყობილობის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი