1. ამწის და მისი ელემენტების დამზადების, რეკონსტრუქციისა და რემონტისათვის გამოყენებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნებს.
2. ამწის დამზადების, რეკონსტრუქციის და მონტაჟის დროს გამოყენებული მასალის ხარისხი დადასტურებული უნდა იყოს მასალის მომწოდებლის სერტიფიკატით. სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მისი გამოცდის შემდეგ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ სტანდარტის შესაბამისად. მასალის შერჩევა უნდა წარმოებდეს გარემოს ტემპერატურის ქვედა ზღვრული მნიშვნელობების გათვალისწინებით, მუშა და არა მუშა მდგომარეობისათვის ამწეების, აგრეთვე ელემენტების დატვირთვის და გარემოს აგრესიულობის ხარისხის გათვალისწინებით. მონაცემები გამოყენებული მასალის და ტემპერატურის ქვედა ზღვრული მნიშვნელობების შესახებ მითითებული უნდა იყოს ამწის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
3. ისრიანი და კოშკურა ამწეების ბაგირის ბლოკების დასამზადებლად თუჯის სხმულის გამოყენება დაუშვებელი