1. ტვირთის ამწევი და ისრის შვერის ცვლილების მექანიზმები, აღჭურვილი უნდა იყვნენ ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის მუხრუჭებით, რომლებიც ავტომატურად იხსნება ამძრავის ჩართვის დროს.
2. გრეიფერული ორდოლიანი განცალკევებულ ამძრავებიან ჯალამბარს, მუხრუჭი უნდა ეყენოს თვითოეულ ამძრავზე ცალცალკე. შემკავებელი დოლის ამძრავზე, გაჩერებული ძრავის შემთხვევაში, ამძრავის განმუხრუჭებისათვის დასაშვებია სატერფულის ან ღილაკის მოწყობა. ამასთანავე განმუხრუჭება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ სატერფულზე (ღილაკზე) უწყვეტი დაჭერის დროს. ელექტროდაცვის ამოქმედებისას, ან ელექტროდენის გამორთვის დროს მუხრუჭის ჩაკეტვა ავტომატურად უნდა ხდებოდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც სატერფული (ღილაკი) დაჭერილია.
3. ტვირთის ამწევი და შვერის ცვალების მექნიზმები უნდა აღიჭურვონ დოლებთან არაგანრთვადი კინემატიკური კავშირის მქონე მუხრუჭებით. ელექტროტალების ტვირთამწევი მექანიზმების კინემატიკურ წრედებ¬ში, დასაშვებია ზღვრული მომენტის ქუროების დაყენება.
4. ტვირთის ამწევი მექანიზმის და ამწის ისრის მუხრუჭი, უნდა უზრუნველყოფდეს სამუხრუჭო მომენტს დამუხრუჭების მარაგის კოეფიციენტის გათვალისწინებით, სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ორი მუხრუჭის დაყენების დროს ისინი უნდა დაპროექტდეს ისე, რომ ერთ-ერთი მუხრუჭის საიმედოობის შემოწმების მიზნით, უსაფრთხოდ შეიძლებოდეს მეორე მუხრუჭის მოქმედების მოხსნა.
6. ამწეების (ურიკების) გადაადგილების მექანიზმებზე მუხრუჭები უნდა დაყენდნენ იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ამწე გათვალისწინებულია ღია ცის ქვეშ სამუშაოდ;
ბ) ამწე გათვალისწინებულია შენობაში მუშაობისათვის და ის გადაადგილდება იატაკზე დაგებულ ლიანდაგზე;
გ) ამწე გათვალისწინებულია შენობაში სამუშაოდ და ლიანდაგზე გადაადგილდება 32 მ/წთ-ზე მეტი სიჩქარით.
7. მუხრუჭით აღჭურვილი უნდა იყოს ყველა სახის ამწეთა მობრუნების მექანიზმები რომლებიც მუშაობენ ღია ცის ქვეშ.
8. ტვირთის ამწევი, შვერის ცვალებადობის და ისრის ტელესკოპირების ჰიდროცილინდრიანი მექანიზმებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს მოწყობილობა (უკუსარქველი), რომელიც გამორიცხავს ჰიდროსისტემაში წნევის დაცემის დროს ტვირთის, ან ისრის დაშვებას.
9. ამწის გადაადგილების და მობრუნების მექანიზმების მუხრუჭები (გარდა ისრიანი ამწეების გადასაადგილებელი მექანიზმების, აგრეთვე კოშკურა-ისრიანი მოწყობილობის მქონე ისრიანი და პორტალური ამწეეების მობრუნების მექანიზმისა) უნდა იყვნენ ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის, ამძრავის ჩართვის დროს ავტომატურად განრთვადი. ისრიან ამწეებზე, რომელთა გადაადგილების მექანიზმი აღჭურვილია ნორმალურად ღია ტიპის მართვადი მუხრუჭით, დაყენებული უნდა იქნას ასევე ,,დგომის’’ მუხრუჭი. კოშკურა, კოშკურა-ისრიანი მოწყობილობის მქონე ისრიანი და პორტალური ამწეების მობრუნების მექანიზმებზე დასაშვებია ნორმალურად ღია ტიპის მართვადი მუხრუჭების დაყენება. ამ შემთხვევაში მუხრუჭს უნდა გააჩნდეს დახურულ მდგომარეობაში მისი ფიქსაციის მოწყობილობა. ასეთი მოწყობილობა შეიძლება დაყენდეს მუხრუჭის მართვის ბერკეტზე ან სატერფულზე.
10. თუ ამწის მართვის სისტემა ითვალისწინებს დამუხრუჭებას ელექტროძრავით, მაშინ დასაშვებია გადაადგილების ან საბრუნი მექანიზმების მუხრუჭთა ავტომატური ჩართვა კონტროლერის ნულოვან პოზიციაზე დროში არაუმეტეს ერთი წამის შეჩერებით ან სატერფულით (ღილაკით) მუხრუჭების ჩართვის (განრთვის) ელექტრული მართვა კონტროლერის ნულოვან პოზიციაზე.
11. ღია ცის ქვეშ მომუშავე ამწეთა გადაადგილების და საბრუნი მექანიზმების მუხრუჭებმა უნდა უზრუნველყონ ამწის (ურიკის) გაჩერება და შეკავება მისი მუშა მდგომარეობისათვის ტექნიკური დოკუმენტაციით დაშვებული ქარის მაქსიმალური სიჩქარის ზემოქმედების გათვალისწინებით.
12. ამწეთა მექანიზმებისათვის ჭიახრახნული გადაცემა არ შეიძლება წარმოადგენდეს მუხრუჭის შემცვლელს.
13. მშრალი ხახუნის დისკური, ხუნდებიანი და ლენტური მუხრუჭები დაცული უნდა იყვნენ სამუხრუჭო დოლზე (ლენტაზე, დისკოზე) ნესტის ან ზეთის მოხვედრისაგა