1. ამწეების (კვანძების, მექანიზმების, უსაფრთხოების ხელსაწყოების, სალიანდაგო გზების) პროექტირება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ნორმატიული აქტების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდეგში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად.
2. დასაპროექტებელი ამწეების კლიმატური შესრულება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
3. სეისმურ რაიონებში საექსპლუატაციოდ განკუთვნილი ამწეების დაპროექტება (6 ბალზე ზევით) უნდა განხორციელდეს სეისმომედეგი შესრულებით.
4. ფეთქებად და ხანძარსაშიშ გარემოში სამუშაოდ ან რადიაქტიური, მომწამვლელი და ფეთქებადი ნივთიერების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ამწეების დამზადებაზე პროექტის დამუშავება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტექნიკური დავალებით. აღნიშნულ გარემოში ამწის მუშაობის შესაძლებლობა მითითებული უნდა იყოს მის ტექნიკურ დოკუმენტაციაში, აგრეთვე ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში.
5. ამწეები უნდა იყვნენ მდგრადნი, როგორც მუშა, ასევე არამუშა მდგომარეობაში. ამწის მდგრადობის გაანგარიშება უნდა შესრულდეს სტანდარტის შესაბამისა