1. მექანიზმების (ჯალამბრების, რედუქტორების, მუხრუჭების, ქუროების, ამძრავების და სხვა) პროექტირება უნდა განხორციელდეს სტანდარტის შესაბამისად.
2. ტვირთამწეების მექანიზმები, რომლებიც აღჭურვილი არიან მათი ჩართვისათვის ან მუშა მოძრაობის სიჩქარეების გადატვირთვისათვის მუშტა, რიქციული ან სხვა მექანიკური მოწყობილობებით, უნდა დაპროექტდეს ისე, რომ გამორიცხული იყოს მექანიზმის თვითნებური ჩართვა ან ჩახსნა. ტვირთის და ისრის ასაწევი ჯალამბრისათვის, გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს ამძრავის გამორთვის შესაძლებლობა მუხრუჭის ზედდების გარეშე.
3. ორამძრავიან სატვირთო ჯალამბრებს ერთმანეთს შორის უნდა ჰქონდეთ ხისტი კინემატიკური კავშირი, რათა გამოირიცხოს ტვირთის თვითნებური დაშვება ერთ-ერთის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
4. გამდნარი ლითონის ან წიდის, მომწამვლელი და ფეთქებადი ნივთიერებების ასაწევად გათვალისწინებულ, აგრეთვე ელექტროამძრავით აღჭურვილ მექანიზმებში დაუშვებელია ჩართვის ფრიქციული და მუშტა ქუროების გამოყენება, გარდა:
ა) მოძრავი და საბრუნი მექანიზმებისა, რომელთაც გააჩნიათ ერთი სიჩქარიდან მეორეზე გადართვისათვის სიჩქარის რამოდენიმე დიაპაზონი;
ბ) მუხლუხა ამწის გადასაადგილებელი მექანიზმის მუხლუხების ცალცალკე მართვის მიზნით.
აღნიშნულ “ა’’ და “ბ’’ შემთხვევებში, მუხრუჭს უნდა გააჩნდეს არაგანრთვადი კინემატიკური კავშირი ამწის საბრუნ ნაწილთან, მუხლუხებთან ან თვლებთან.
5. ტვირთის და ისრის ასაწევი მექანიზმები შესრულებული უნდა იყოს ისე, რომ ტვირთის და ისრის დაშვება განხორციელდეს მხოლოდ მომუშავე ძრავის საშუალებით.
6. ისრიანი ამწეებისათვის ძალვა, რომელიც საჭიროა გამოსაწევი საყრდენების ან მათი ნაწილების ხელით ასაწევად (გამოსაწევად), არ უნდა აღემატებოდეს 200 ნიუტონს. მეტი ძალვის შემთხვევაში გამოსაწევ საყრდენებს უნდა გააჩნდეთ ჰიდრავლიკური, მექანიკური ან სხვა ამძრავი.
7. სამჭედლო ამწეების ასაწევი მექანიზმების კონსტრუქციებს უნდა გააჩნდეთ საამორტიზაციო მოწყობილობები, რომელიც ამწის ლითონკონსტრუქციას იცავენ ნამზადის გლინვის დროს წარმოქმნილი ტექნოლოგიური დატვირთვის ზემოქმედებისაგან.
8. მგრეხი მომენტის გადამცემი ამწეების მექანიზმების კონსტრუქციაში უნდა გამოიყენებოდეს ღარებიანი, სოგმანებიანი, ჭანჭიკებიანი და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისი სხვა შეერთებები. შედუღებითი კვანძების და დეტალების გამოყენება დაუშვებელია.
9. ამწეების ელემენტების შეერთებების კონსტრუქციებში (ჭანჭიკებით, სოგმანებით, კბილანებით და სხვა) გამორიცხული უნდა იყოს თვითნებური განხრახვნა ან გათიშვ