ამ რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ხიდური ტიპის ამწე - ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდებულია სატვირთო ურიკაზე, ტალზე ან ისრიანი ტიპის ამწეზე, რომლებიც ხიდზე გადაადგილდება.
2. ჯოჯგინა ამწე — ამწე, რომლის ხიდი ორი საყრდენი დგარის საშუალებით, ეყრდნობა ამწის სავალ გზას.
3. ისრიანი ტიპის ამწე — ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდულია ისარზე ან მასზე გადაადგილებად ურიკაზე.
4. პორტალური ამწე — რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გასატარებლად განკუთვნილი, პორტალზე მბრუნავი ამწე.
5. კოშკური ამწე — საბრუნი ამწე ისრით, რომელიც დამაგრებულია ვერტიკალურად განთავსებული კოშკის ზედა ნაწილში.
6. სარკინიგზო ამწე — ამწე, რომელიც დამონტაჟებულია რკინიგზის ლიანდაგზე მოძრავ (გადაადგილებად) ბაქანზე.
7. კონსოლური ამწე — ისრიანი ამწე, რომლის ტვირთსატაცი ორგანო დაკიდებულია ხისტად დამაგრებულ კონსოლზე (ისარზე) ან კონსოლზე (ისარზე) გადაადგილებად ურიკაზე.
8. გრეიფერული ამწე — ამწე, რომელიც აღჭურვილია გრეიფერის სახის ტვირთსატაცი ორგანოთი.
9. მაგნიტური ამწე — ამწე, რომელიც აღჭურვილია ელექტრომაგნიტური ტვირთსატაცი ორგანოთი.
10. სტაციონარული ამწე — ამწე, რომელიც დამაგრებულია საძირკველზე ან სხვა უძრავ ფუნდამენტზე (ძირზე).
სტაციონარული ამწე — ამწე, რომელიც დამაგრებულია ფუნდამენტზე ან სხვა უძრავ საძირკველზე (ძირზე).
11. მუხლუხებიანი ამწე — ამწე, რომელიც გადაადგილებისათვის აღჭურვილია მუხლუხებით.
12. საავტომობილო ამწე — ამწე, რომელიც დაყენებულია ავტომობილის შასზე.
13. პნევმოთვლიანი ამწე — ამწე, რომელიც დაყენებულია პნევმოთვლიან შასზე.
14. სალიანდაგო ამწე — ამწე, რომელიც გადაადგილდება სალიანდაგო გზაზე.
15. ელექტრული ამწე — ამწე, ელექტროამძრავიანი მექანიზმებით.
16. ჰიდრავლიკური ამწე — ამწე, ჰიდრავლიკური ამძრავიანი მექანიზმებით.
17. სამუშაო ციკლი — ოპერაციების ერთობლიობა, დაკავშირებული მუშაობის დროს ამწის გადაადგილებასთან, ამწის ტვირთის აწევისთვის მზადყოფნიდან შემდეგი ტვირთის აწევის მზადყოფნამდე.
18. ამწის მდგრადობა — გადაყირავების მომენტებისადმი ამწის უნარი შეინარჩუნოს მდგრადობა.
19. ელექტრული ამწე — ამწე, ელექტროამძრავიანი მექანიზმებით.
20. ტვირთამწევი მექანიზმი (აწევის მექანიზმი) — ტვირთის ასაწევად და დასაშვებად სტაციონარულად დამონტაჟებული მექანიზმი.
21. ჯალამბარი — მექანიზმი, რომლის წევის ძალვა ამძრავი დოლიდან ჩაბმულ ტვირთს გადაეცემა დრეკადი ელემენტების (ბაგირი, ჯაჭვი) საშუალებით. ჯალამბრის ტიპებია: დოლიანი, ბაგირწამყვანი შკივით, შპილიანი.
22. ტალი — ამძრავთან ერთად ერთ კორპუსში დამონტაჟებული ტვირთამწევი მექანიზმი.
23. სავალი მოწყობილობა — ისრიანი ამწის საბრუნი ბაქნის ან კოშკურა ამწის კოშკის დასაყენებელი საფუძველი, მისი გადასაადგილებელი ამძრავი მოწყობილობის ჩათვლით.
24. პორტალი — ამწის საფუძველი, გათვალისწინებული რკინიგზის ან საავტომობილო ტრანსპორტის გასატარებლად.
25. ხიდი — ხიდური ტიპის ამწეების, ან ჯოჯგინა, ან ნახევრად ჯოჯგინა ამწეების სატვირთო ურიკის მოძრაობისათვის გათვალისწინებული, საყრდენებს შორის განთავსებული მზიდი კონსტრუქცია.
26. სატვირთო ურიკა — ამწის კვანძი, გათვალისწინებული ხიდზე, ისარზე ან მზიდ ბაგირზე დაკიდული ტვირთის გადაადგილებისათვის.
27. მბრუნავი ბაქანი — მექანიზმების განსათავსებელი ამწის მბრუნავი კონსტრუქცია.
28. კოშკი — ამწის ვერტიკალური კონსტრუქცია, რომელიც აკავებს ისარსა და/ან საბრუნ ბაქანს და უზრუნველყოფს ისრის საყრდენის საჭირო სიმაღლეზე განლაგებას.
29. ისარი — ამწის კონსტრუქცია, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთსატაცი ორგანოს საჭირო შვერს და აწევის სიმაღლეს.
30. ლითონკონსტრუქცია (მზიდი) — ამწის საანგარიშო კონსტრუქცია, რომელიც ამწის მიერ მიღებულ დატვირთვას გადასცემს ამწის სხვა კვანძებს ან მის საფუძველს.
31. საპირწონე — ტვირთები, რომლებიც მიმაგრებულია საპირწონის კონსოლზე ან საბრუნ ბაქანზე ამწის მუშაობის დროს მუშა ტვირთის მასის და/ან ამწის ცალკეული ნაწილების გასაწონასწორებლად.
32. ბალასტი — ტვირთი, რომელიც ამწის მდგრადობის უზრუნველსაყოფად მიმაგრებულია ამწის სავალ ჩარჩოზე, ან პორტალზე.
33. ბლოკი (ჭაღი)—მბრუნავი ელემენტი ღარით ბაგირის მიმართვისათვის.
34. პოლისპასტი — ბაგირის მოძრაობის სიჩქარისა და ძალის შემცვლელი ბლოკური საბაგირო სისტემა.
35. კავური საკიდი — კავით ტვირთის ასაწევად განკუთვნილი და ამწეზე დასაკიდი ბლოკების სისტემით აღჭურვილი მოწყობილობა.
36. ტვირთსატაცი ორგანო — ტვირთის დაკიდების, წატაცებისა და მოდებისათვის განკუთვნილი მოწყობილობა (კავი, გრეიფერი, ელექტრო-მაგნიტი, ჩანგალი და სხვა).
37. კინემატიკურად არაგანრთვადი კავშირი — ძრავსა და დოლს შორის მექანიკური კავშირი, რომელიც ხორციელდება: ძრავის რედუქტორთან და რედუქტორის დოლთან უშუალო მიერთებით; არაგანრთვადი ქუროების ან სიჩქარეების გადამრთავი მექანიზმის საშუალებით (იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმის თვითნებური ჩართვა ან გამორთვა შეუძლებელია ან თუ ამასთანავე არ ხდება ნორმალურად დახურული ტიპის მუხრუჭის ავტომატური ზედდება).
38. გალერეა — გრძელი ვიწრო თავისუფალი გასასვლელი ჰორიზონტალური ნაფენით.
39. ბაქანი — ჰორიზონტალური ზედაპირი, განკუთვნილი ამწის რემონტის და/ან ტექნიკური მომსახურების ჩატარების დროს ადამიანის განსათავსებლად.
40. ტამბური — ამწის კაბინაში შესასვლელის წინ შემოღობილი ბაქანი.
41. სატვირთო (ასაწევი) ბაგირი — ტვირთის ასაწევად განკუთვნილი ბაგირი.
42. საისრე ბაგირი — ისრის პოლისპასტის ბლოკებზე მორგებული (დამაგრებული) ბაგირი, რომელიც გამოიყენება შვერის ცვლილებისათვის.
43. ურიკის (საწევი) ბაგირი — სატვირთო ურიკის ამწის ისარზე ან ხიდზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ბაგირი.
44. მზიდი ბაგირი — კაბელური ტიპის ამწის სატვირთო ურიკის გადაადგილები-სათვის განკუთვნილი (სავალი) ბაგირი.
45. ისრის დამჭიმი ბაგირი — ისრის ჩამოსაკიდებელი (შესაკავებელი) ბაგირი, პოლისპასტის მარაგის გარეშე, გამაწონასწორებელ ბლოკზე (ჭაღზე) ბაგირის მარაგის გამონაკლისით.
46. ჩამკეტი ბაგირი — ბაგირი, განკუთვნილი მუშაობის დროს გრეიფერის ჩასაკეტად.
47. სამონტაჟო ბაგირი — ბაგირი, მორგებული სამონტაჟო პოლისპასტის ბლოკზე, რომელიც გამოიყენება ამწის ან მისი ელემენტების მონტაჟისათვის.
48. დამცავი (დამცველი) მოწყობილობა — ავარიულ სიტუაციებში ამწის დამცავი მოწყობილობა.
49. ბუფერი — დარტყმის შემარბილებელი მოწყობილობა.
50. გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა — ქარის ზემოქმედებით არამუშა მდგომარეობაში ამწის გზის (ლიანდაგის) გასწვრივ გადაადგილების შემაკავებელი მოწყობილობა.
51. სპეციალიზებული ორგანიზაცია – პირი, რომელიც ახორციელებს ამწეების დაპროექტებას, კონსტრუირებას, დამზადებას, მონტაჟს და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა (სადიაგნოსტიკო, გამზომი და სხვა მოწყობილობა).