1.  საგვირაბო ესკალატორი აღჭურვილი უნდა იყოს სამუხრუჭო სისტემით, რომელიც შედგება ორი (ან მეტი), მუშა და არანაკლებ ერთი ავარიული მუხრუჭებისაგან. ავარიული მუხრუჭი განლაგებული უნდა იყოს მთავარ ლილვზე.

2.  სართულშორისი ესკალატორები აღჭურვილი უნდა იყოს  მუხრუჭით, რომელსაც გააჩნია ორი დამოუკიდებლად მოქმედი ხუნდი.

3. ნორმალურად ჩაკეტილი ტიპის მუშა მუხრუჭი  დაყენებული უნდა იყოს რედუქტორის შემავალ ლილვზე, ხოლო ავარიული მუხრუჭი მთავარ ამძრავ ლილვზე.

4. ავარიული მუხრუჭის  ელექტროკვება უნდა ხორციელდებოდეს ორი დამოუკიდებელი წყაროდან, რომლებიც ავტომატურად ენაცვლება ერთმანეთს.

5. მუხრუჭის ელემენტების (ხუნდები, საწევი ზამბარები და სხვა) შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია მუხრუჭის ქმედითუნარიანობის შემოწმება ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, რის შესახებაც  ჩანაწერი უნდა გაკეთდეს ესკალატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

6. მუხრუჭების მოქმედებაში მოყვანა, დამუხრუჭების მანძილი და სამუხრუჭე მომენტის მარაგი უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებ