1. ესკალატორი უნდა იყოს აღჭურვილი მაბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც გამორთავს ელექტროძრავას კიბის ბრტყელას გაჩერებით, შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელურის გაწყვეტისას, ზომაზე მეტად გაჭიმვისას ან გაჩერებისას;
ბ) დამჭიმავი სადგურის ურიკის ერთი ან ორივე ვარსკვლავას გადაადგილებისას ამძრავის მხარეს ან უკუმიმართულებით 30 მმ-ზე მეტად;
გ) ავარიული მუხრუჭის ქანჩის ამოხვრახნისას ან ხრახნის გამოსვლისას (ტვითსაბჯენი მუხრუჭის გამოყენების შემთხვევაში)
დ) ავარიული ან მუშა მუხრუჭის ამოქმედებისას;
ე) მუშა მუხრუჭის ელექტრომაგნიტის ღუზის სვლის რეგლამენტირებულზე ნაკლები მარაგის შემთხვევაში;
ვ) შესასვლელი მოედნის აწევისას;
ზ) გაჩერების (”სდექ”) მოწყობილობაზე ზემოქმედებისას ესკალატორებს შორის ან ბალუსტრადის ფარებს იქით გასასვლელის ნებისმიერ ადგილზე, აგრეთვე გაჩერების (”სდექ”) ამომრთველზე ზემოქმედებისას;
თ) შესასვლელი მოედნების წინ საფეხურის აწევის ან დაწევის დროს;
ი) სახელურის მიმმართველებიდან აცდენისას (ამოვარდნისას) ქვედა მრუდ ხაზოვან უბანზე;
კ) შესასვლელი-გამოსასვლელი მოედნების წინ გადახურვის ფილების ახდისას ან მოიხსნისას (სართულშორისი ესკალატორებისათვის);
ლ) მუშა ესკალატორის ელექტროკვების დენმკვეთით გათიშვისას;
მ) ამძრავი ჯაჭვის გაწყვეტისას ან ზომაზე მეტად გაჭიმვისას.
ნ) სახელურის მოწყობილობის შესართავში უცხო საგნების მოხვედრისას (სართულშორისი ესკალატორებისათვის, ხოლო საგვირაბო ესკალატორებისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად).
2. მაბლოკირებელი მოწყობილობები ისე უნდა იყოს შესრულებული, რომ ნებისმიერი მათგანის ამოქმედებისას (გარდა მუშა და ავარიული მუხრუჭებისა და შესასვლელი მოედნების ბლოკირებებისა) ესკალატორის მუშაობაში გაშვება შესაძლებელი იყოს მხოლოდ მათი საწყის მდგომარეობაში იძულებით მოყვანის შემდეგ.
3. ესკალატორის ზედა და ქვედა ნაწილებში ორივე მხარეს უნდა იყოს დაყენებული არათვითდაბრუნებადი ამომმრთველები ესკალატორის ექსტრენული (სასწრაფო) გაჩერებისათვის, აღჭურვილი ”სდექ” წარწერით. დასაშვებია თვითდაბრუნებადი ამომრთველების დაყენება არათვითდაბრუნებადი ბლოკირებების მოწყობით. თვითდაბრუნებადი ბლოკირებების ამოქმედებისას უნდა ჩაირთოს სიგნალი, რომელიც უჩვენებს, თუ რომელმა ბლოკირებამ გააჩერა ესკალატორი.
4. ესკალატორის კონსტრუქცია უნდა გამორიცხავდეს მთავარი და დამხმარე ამძრავების ერთდროულ მუშაობას.
5. ესკალატორებზე გამორიცხული უნდა იყოს მგზავრებიანი ესკალატორის შეცდომით გაშვება უკუმიმართულებით ნებისმიერი პულტიდა