1. ესკალატორის მართვის სისტემა ესკალატორის გაშვებისას, დატვირთვის მიუხედავად უნდა უზრუნველყოფდეს სტანდარტით გათვალისწინებული სიდიდით აჩქარებას.
2. ესკალატორის დატვირთვით გასაშვებად და გასაჩერებლად ზედა და ქვედა შესასვლელ მოედნებთან უნდა იქნეს დაყენებული მართვის პულტები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მომსახურე პერსონალისათვის.
3. დასაშვებია ესკალატორების აღჭურვა დისტანციური მართვის პულტებით, როგორც ესკალატორების განლაგების ზონაში, ასევე მის გარეთ.
4. კიბის ბრტყელაზე მგზავრებიანი ესკალატორის გაშვება დისტანციური მართვის პულტიდან დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია მგზავრებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.
5. დასაშვებია ესკალატორის აღჭურვა ავტომატური გაშვებისა და გაჩერების მოწყობილობებით, აგრეთვე ტელემექანიკისა და ტელემეთვალყურეობის საშუალებებით.
6. ავტომატური გაშვება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ესკალატორზე მგზავრების არყოფნისას.
7. დამხმარე ამძრავით ესკალატორის მართვისათის უნდა იყოს გათვალისწინებული:
ა) სტაციონარული მართვის პულტები, დაყენებული მთავარი ლილვის ახლოს, საფეხურის მოხსნის მოწყობილობასთან (საგვირაბო ესკალატორებისათვის) და დამჭიმავ კამერაში;
ბ) გადასატანი მართვის პულტები და როზეტები მათ ჩასართავად;
გ) ასვლასა და ჩასვლაზე გაშვების სტაციონალური ღილაკები, დაყენებული ავარიულ მუხრუჭთან ლითონკონსტრუქციაზე. ეს ღილაკები იმავდროულად უნდა აშუნტებდეს მაბლოკირებელი წრედის კონტაქტებს, რომლებიც ითიშება ავარიული მუხრუჭის ამოქმედებისას.
8. გადასატანი მართვის პულტების შესრულებულება, გამოყენება და მათ სამართავად განკუთვნილი როზეტების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებ