1. მფლობელი ვალდებულია შეაფასოს მის განკარგულებაში მყოფ ესკალატორის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ყველა საფრთხე, რათა აღნიშნული შეფასების საფუძველზე მიღებული იქნეს საჭირო ზომები უსაფრთხოების უზუნველსაყოფად.
2. ექსპლუატაციაში მყოფი ესკალატორის ტექნიკური მდგომარეობა, უნდა უზრუნველყოფდეს რეგლამენტთან და იმ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობას, რომელთა მიხედვითაც ისინი არიან დაპროექტებული და დამზადებული.
3. მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ესკალატორის უსაფრთხო ექსპლუატაცია სათანადო მომსახურების ორგანიზების გზით. ამ მიზნით საჭიროა:
ა) დანიშნოს ესკალატორის გამართულ მდგომარეობაზე და მის უსაფრთხო პასუხისმგებელი პირი;
ბ) უზრუნველყოს ესკალატორების მართვა, მათი მომსახურება და შეკეთება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით;
გ) ორგანიზება გაუწიოს ესკალატორის პერიოდული დათვალიერების, ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ჩატარებას;
დ) საგვირაბო ესკალატორებისათვის უზრუნველყოს ესკალატორზე მყოფ მგზავრებზე ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელება კვალიფიცირებული პერსონალით;
ე) შეიმუშაოს საწრმოო და თანამდებობრივი ინსტრუქციები;
ვ) უზრუნველყოს ესკალატორების მომსახურე პერსონალი საწარმოო ინსტრუქციებით, ხოლო პასუხისმგებელი პირები თანამდებობრივი ინსტრუქციებით;
ზ) უზრუნველყოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულება, ხოლო მომსახურე პერსონალის მიერ საწარმოო ინსტრუქციების შესრულება;
თ) უზრუნველყოს მომსახურე პერსონალის საწარმოო ინსტრუქციების და პასუხისმგებელი პირების თანამდებობრივი ინსტრუქციების ცოდნის შემოწმება.
4. ესკალატორის მომსახურება და შეკეთება უნდა განხორციელდეს საწარმოო ინსტრუქციებისა და ესკალატორის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
5. საგვირაბო ესკალატორის (ესკალატორები კომპლექსის) ქვედა ჩამოსასვლელი მოედნის ზონაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი კიბის ბრტყელაზე მყოფ მგზავრებზე მუდმივი მეთვალყურობა. მორიგე ოპერატორი (მეთვალყურე) ვალდებულია გააჩეროს ესკალატორი მგზავრების ტრავმირების საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში.
6. ესკალატორის მემანქანეს (თანაშემწეს), ოსტატს და ესკალატორთან მორიგეს უნდა შეეძლოს დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
7. პირები, რომლებიც ახორციელებენ ესკალატორის ტექნიკურ მომსახურებას, შეკეთებას, მართვას და კიბის ბრტყელაზე მყოფ მგზავრებზე მეთვალყურეობას, უნდა იყოს განპირობებული კონკრეტულ სამუშაო ადგილებზე.
8. ესკალატორი უნდა იქნეს დათვალიერებული ყოველი გაშვების წინ საწარმოო ინსტრუქციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღე-ღამეში ერთხელ.
9. ესკალატორის დათვალიერება უნდა ტარდებოდეს ესკალატორის მემანქანის მიერ მისი საწარმოო ინსტრუქციისა და ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად.
10. ესკალატორის დათვალიერების შდეგები უნდა იქნეს შეტანილი ესკალატორის დათვალიერების ჟურნალში.
11. ესკალატორის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ სათანადო (დამამზადებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად) დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის პირობების მიუხედავად საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
12. უბედური შემთხვევის/ავარიის მოხდენისას ესკალატორის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს და უზრუნველყოს ავარიის ან უბედური შემთხვევის მთელი გარემოების შენარჩუნება მათ მოსვლამდე, თუ ეს არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათის.
13. ესკალატორის მფლობელმა უნდა აწარმოოს მომხდარი ავარიებისა და უბედური შემთხვევების აღრიცხვა, ანალიზი და შემდგომში პრევენციული ზომების მიღებ