1. ესკალატორის მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთების შემდეგ, მისი სრული ტექნიკური შემოწმება და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ექსპლუატაციაში მყოფი ესკალატორის საიმედოობის დადგენის მიზნით მფლობელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდული ტექნიკური შემოწმების(გამოცდის) ჩატარება არანაკლებ წელიწადში ერთხელ სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ესკალატორებს, რომელთაც ამოეწურათ სამუშაო რესურსი უნდა გაიარონ ტექნიკური დიაგნოსტირება აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ მათი ტექნიკური მდგომარეობისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობის ვადის დასადგენა