1. კიბის ბრტყელასა და სახელურების მუშა შტო განცალკევებული უნდა იყოს ესკალატორის მექანიზმების და ლითონკონსტრუქციისაგან მტკიცე, ხისტი, გლუვი და ძნელადწვადი მოპირკეთებით - ბალუსტრადით.
2. ბალუსტრადის კონსტრუქცია უნდა იყოს ადვილად დაშლადი ტექნიკურ მომსახურებისათვის განკუთვნილ ადგილებში.
3. საფარველების ზედაპირი, რომლებიც საფეხურებისაკენ არის მიმართული, ხელს უნდა უშლიდეს მგზავრის ფეხსაცმლის მოჭიდებას. საფარველებზე თამასებისა და სამაგრების დაყენება კიბის ბრტყელას მხრიდან დაუშვებელია.
4. ბალუსტრადზე ხმამაღლამოლაპარაკე კავშირის, გამანათებლებისა და როზეტებისათვის დასაშვებია ცხაურების დაყენება.
5. ბალუსტრადის შიგა სიბრტყეების შესრულება, გვერდითი ფარების ზედა ნაპირებს შორის დაშორება, ელემენტებს (ფარები, თამასები, სამაგრები) შორის სიბტყეთა ვარდნილობა და ღრეჩო ბალუსტრადის ფარებისა და საფარველების პირაპირებში უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებ