1. ესკალატორების დამზადება, მონტაჟი და კაპიტალური შეკეთება უნდა განხორციელდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ესკალატორების პროექტირების, დამზადების, მონტაჟის, რეკონსტრუქციის და კაპიტალური შეკეთებისას, რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე პასუხისმგებელია ამ სამუშაოების შემსრულებელი ორგანიზაცია.
3. ესკალატორის კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანა დასაშვებია დამამზადებელთან შეთანხმების ან სპეციალიზებული ორგანიზაციის დასკვნის საფუძველზე.
4. ყოველი ახლად დამზადებული ესკალატორის ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს:
ა) ძირითად მახასიათებლებსა და პარამეტრებს;
ბ) სამონტაჟო ნახაზებს;
გ) პრინციპულ ელექტრულ სქემებს;
დ) ექსპლუატაციის ინსტრუქციას;
ე) მონტაჟის, გაშვების, რეგულირებისა და საცდელი გარბენის ინსტრუქციას.
5. ესკალატორის დამამზადებელი ვალდებულია ესკალატორის დამზადების დროს მიიღოს ზომები კონსტრუქციისა და დამზადების იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც გამოვლინდა მონტაჟისა და ექსპლუატაციის პროცესში და გავლენას ახდენს ესკალატორების უსაფრთხო ექსპლუატაციაზე.
6. საგვირაბო ესკალატორის კაპიტალური შეკეთებისათვის გაჩერების საფუძველი არის მის მიერ შეკეთებათა შორის გარბენის ნორმების მიღწევა ან ესკალატორის ტექნიკური მდგომარეობა. შეკეთებათა შორის გარბენის ნორმა უნდა განისაზღვროს სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
7. ექსპლუატაციაში მყოფი ესკალატორის რეკონსტრუქცია (ძირითადი კვანძების კონსტრუქციის, ელექტრომომარაგების, ელექტროამძრავის და მარვთის პრინციპული სქემების ცვლილებება, რომლებიც გავლენას ახდენს ესკალატორის საპასპორტო მახასიათებელზე) უნდა განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად.
8. რეკონსტრუქციისას განხორციელებული ყველა ცვლილება, რომელიც შეტანილია ესკალატორის კონსტრუქციაში, პრინციპულ სქემებში ან მის ტექნიკურ მახასიათებლებში ასახული უნდა იყოს ესკალატორის ტექნიკურ დოკუმენტაციაშ