1. სამშენებლო კონსტრუქციები უნდა იყოს გაანგარიშებული მგზავრებიანი ესკალატორის დატვირთვაზე. შენობის გადახურვა, რომელიც ემიჯნება ესკალატორს, უნდა იქნეს გათვლილი სამონტაჟო და სატრანსპორტო საშუალებებისა და ესკალატორის კვანძების დატვირთაზე.
2. კონსტრუქციებისა და ესკალატორის ქვეშ ჩასაყოლებელი დეტალების დამუშავებაზე სამშენებლო დავალება უნდა შეიცავდეს ცნობებს ანგარიშისა და კონსტრუქციებისათის: საანგარიშო დატვირთვების სიდიდეს, მონაცემებს დატვირთვების ხასიათისა და მათი მოდების ადგილების შესახებ (თავმოყრილი და განაწილებული).
3. სათავსოს, რომელშიც იდგმება საგვირაბო ესკალატორი, უნდა ჰქონდეს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას, აგრეთვე ესკალატორის კვანძებთან მისასვლელი მათი დათალიერებისა და მომსახურებისათვის.
4. საგვირაბო ესკალატორებისათვის ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს:
ა) სათავსოები (სამანქანო განყოფილება) ამძრავის, ელექტრომოწყობილობის, მართვის და ტელემექანიკის აპარატურის დასაყენებლად;
ბ) სათავსო (დამჭიმავი კამერა) დამჭიმავი მოწყობილობის დასაყენებლად;
გ) ესკალატორის გასწვრივ გასასვლელები მისი დახრილ ნაწილში მომსახურებისათვის. გასასვლელების არარსებობის შემთხვევაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი ესკალატორის შემადგენელი ნაწილების მომსახურების შესაძლებლობა კიბის ბტყელასა და ბალუსტრადაში ღიობების მეშვეობით;
დ) სადემონტაჟო შახტა და სადემონტაჟო გასასვლელი (კამერა).
5. საგვირაბო ესკალატორების ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად, სამანქანო განყოფილებიდან უშუალო სიახლოვეში სანიტარული ნორმების შესაბამისად უნდა იყოს გათვალისწინებული საყოფაცხოვრებო სათავსოები მორიგე პერსონალისათვის, სათავსო სათადარიგო ნაწილების (ავარიულ-აღდგენითი მარაგის, სპეცსამარჯვების, სახელურების, ელექტროძრავების და სხვა), საწვავ-საზეთი და სხვა მასალების შესანახად, სათავსო სახელოსნოსათვის.
6. სართულშორისი ესკალატორის კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს ესკალატორის შემადგენელ ნაწილებთან მიდგომას, ასევე მომსახურების, მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას კიბის ბრტყელას ზონაში, ბალუსტრადასა და გადახურვის ღიობების მეშვეობით.
7. საგვირაბო ესკალატორის სათავსოების, კამერების, სადემონტაჟო შახტების, გასასვლელების, მისასვლელი მოედნების მოწყობა და ზომები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
8. ესკალატორის სამანქანო სათავსოში უნდა იყოს მოწყობილი ვენტილაცია სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
9. ესკალატორის შესასვლელის წინა მოედნებზე არ უნდა იყოს ნაგებობები და საგნები, რომლებიც აძნელებს მგზავრების გავლას. დასაშვებია ბარიერების დაყენება მგზავრების ნაკადთა მიმართულებისა და გადაკეტვისათვის აგრეთვე კაბინები მგზავრების მეთვალყურე პერსონალისათვის.
10. ესკალატორების რამდენიმე ჯგუფის მიმდევრობით დაყენებისას, როდესაც არ არის შუალედური გამოსასვლელები, მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი წარმადობა და მათ შორის უნდა იყოს გათვალისწინებული ფართობი სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
11. ესკალატორის საფეხურების ფენილის დონიდან გალერეის, გვირაბის ჭერამდე ან გამოშვერილ ნაწილებამდე, ასევე სახელურის ნაპირიდან მიმდებარე კედლამდე, ტორშერებამდე და სხვა სანათურებამდე დაშორებები უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებს.
12. სართულშორისი ესკალატორის სახელურის ღერძიდან გადახურვაში ღიობამდე ან მომიჯნავე ესკალატორის სახელურის ღერძამდე დაშორება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტის მოთხოვნებ