1. ტექნიკური რეგლამენტი ესკალატორების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ (შემდგომში -  რეგლამენტი)  ადგენს უსაფრთხოების მოთხოვნებს ესკალატორების  პროექტირების, დამზადების, მონტაჟის, რეკონსტრუქციის, შეკეთებისა და ექსპლუატაციისადმი.

2.  რეგლამენტი ვრცელდება:

საგვირაბო და  სართულშორის ესკალატორებზე, რომელთაც გააჩნია შემდეგი პარამეტრები და მახასიათებლები: წარმოადგენს მექანიკურად ამძრავ,  კიბის ბრტყელას (ტვირთმზიდი ელემენტი, რომელიც შედგება საფეხურებისაგან და გაერთიანებულია წევის ჯაჭვებით) ჩაკეტილი კონტურის მქონე მოწყობილობას, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი საფეხურის ზედაპირი რჩება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და განკუთვნილია ერთი დონიდან მეორეზე ადამიანების ტრანსპორტირებისათვის, ასევე ესკალატორების ნომინალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს:

ა) არაუმეტეს 300 დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0,95 მ/წმ-ს;

ბ) 300-ზე მეტი და 350-მდე დახრის კუთხის ესკალატორებისთვის 0.50 მ/წმ-ს.

3. რეგლამენტი არ ვრცელდება მოძრავ ბილიკებზე, სადაც მომხმარებლის გადასაადგილებელი ზედაპირი რჩება მისი მოძრაობის მიმართულების პარალელურად და მოძრაობს უწყვეტად, ხოლო მოძრავი ბილიკების დახრის კუთხე არ  აღემატება 120-