რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. სართულშორისი ესკალატორი - ესკალატორი, განკუთვნილი შენობებისა და ნაგებობების სართულებს შორის დასაყენებლად.
2. საგვირაბო ესკალატორი - ესკალატორი, განკუთვნილი გვირაბებში (გალერეებში) დასაყენებლად.
3. ესკალატორის მთავარი ამძრავი - ამძრავი, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გადასაადგილებლად მგზავრების ტრანსპორტირებისას.
4. ესკალატორის დამხმარე ამძრავი - ამძრავი, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გადასაადგილებლად მონტაჟის, დემონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების დროს, აგრეთვე ავარიული მუხრუჭის განმუხრუჭებისას.
5. ესკალატორის მუშა მუხრუჭი - მოწყობილობა, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გასაჩერებლად ელექტროძრავას გამორთვისას.
6. ესკალატორის ავარიული მუხრუჭი - მოწყობილობა, განკუთვნილი ესკალატორის კიბის ბრტყელას გასაჩერებლად სიჩქარის ბლოკირების მოქმედებისას და მოძრაობის მიმართულების თვითნებურად შეცვლისას, აგრეთვე მუშა მუხრუჭის მტყუნებისას.
7. ესკალატორის კიბის ბრტყელა - ესკალატორის ტვირთმზიდი ელემენტი, რომლელიც შედგება წევის ჯაჭვებით გაერთიანებული საფეხურებისაგან.
8. ესკალატორის საფეხური - კიბის ბრტყელას ნაწილი, განკუთვნილი მგზავრების განსათავსებლად.
9. ესკალატორის საფეხურის ფენილი - საფეხურის დაღარული მუშა ზედაპირი შვერილებისა და ღრმულების სახით, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების კიბის ბრტყელაზე შესვლისა და გადმოსვლის უსაფრთხოებას.
10. ესკალატორის კიბის ბრტყელას (სახელურის) ტრასა - კიბის ბრტყელას (სახელურის) ძირითადი და დამხმარე მორბედების მიმმართველების, კონტრმიმმართველების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს კიბის ბრტყელას (სახელურის) გადაადგილებას მოცემული ტრაექტორიით.
11. საფეხურის (სახელურის) მორბედების მიმმართველი - კიბის ბრტყელას (სახელურის) ტრასის ელემენტი, რომელიც შედგება მუშა და არამუშა შტოებისაგან.
12. ესკალატორის ბალუსტრადა - ფარების, კარნიზებისა და სხვა ელემენტების ერთობლიობა, რომლებიც გამოყოფს მგზავრებს მექანიზმებისა და ლითონკონსტრუქციისაგან მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და გამოიყენებს ინტერიერის შესაქმნელად
13. ესკალატორის სახელური - უწყვეტი ლენტი, რომელიც გადაადგილდება სახელურის მოწყობილობის ტრასაზე, განკუთვნილი მგზავრის ხელის დასაყრდნობად.
14. ესკალატორის დამჭიმავი მოწყობილობის ბლოკირება - ბლოკირება, რომელიც გამორთავს ელექტროძრავას დამჭიმავი მოწყობილობის ვარსკვლავების გადაადგილებისას, რომელიც აჭარბებს რეგლამენტირებულ მნიშვნელობას.
15. ესკალატორის სამანქანო სათავსო - სათავსო, განლაგებული ზედა ვესტიბიული იატაკის ქვეშ, განკუთვნილი საგვირაბო ესკალატორის ელექტროამძრავის, ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობის, აგრეთვე დამხმარე სათავსოების განსალაგებლად ესკალატორის ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
16. სპეციალიზებული ორგანიზაცია – პირი, რომელიც ახორციელებს ატრაქციონების დაპროექტებას, კონსტრუირებას, დამზადებას, მონტაჟს და გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაციის ტექნიკური პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა (სადიაგნოსტიკო, გამზომი და სხვა მოწყობილობა