1. ავტოგასამართი სადგურის და ავტოგასამართი კომპლექსის მოწყობილობის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მისი ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარება დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის შესაბამისად.

2. ტექნოლოგიური მოწყობილობა, დამამზადებელი ქარხნის მიერ დადგენილი მუშაობის ვადის გასვლის ან ნავთობპროდუქტების გარკვეული რაოდენობის გაცემის შემდეგ ექვემდებარება ტექნიკურ დათვალიერებას, მიმდინარე ან კაპიტალურ რემონტს. სხვადასხვა სახის მომსახურების და რემონტის მონაცვლეობა და პერიოდულობა განისაზღვრება მოწყობილობის დანიშნულებით და ექსპლუატაციის პირობებით.

3. ტექნოლოგიური მოწყობილობის მუშაობაში გამოვლენილი დეფექტები უნდა დაფიქსირდეს სპეციალურ ჟურნალში. ყოველდღიური მომსახურებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულდეს სადგურის მომსახურე პერსონალის მიერ.

4. მარიგებელი სვეტების რემონტის და რეგულირების აუცილებლობის შემთხვევაში მრიცხველ მექანიზმზე დადებული ლუქის მოხსნა და შემდგომ ხელახალი დალუქვა უნდა მოხდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისა