1. გათხევადებული ნახშირწყალბადიანი აირის შესანახად განკუთვნილი რეზერვუარები მოწყობილი უნდა იყოს მიწისქვეშ.
2. შენადუღი შეერთებების მქონე რეზერვუარები და მათი აღჭურვილობა (მილყელები, შტუცერები, მილტუჩები, სახშობები და სხვ.), აგრეთვე, ყველა დასაშლელი შეერთება პირველ ჩამკეტ არმატურამდე, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარიდან გათხევადებული აირის და მისი ორთქლის გამოსასვლელი ადგილის გადაკეტვას, უნდა იყოს ორკედლიანი.
3. გათხევადებული აირის მილსადენები მოწყობილი უნდა იყოს მიწისქვეშ. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მილყელებისა, რეზერვუარების შევსების, გაცემის და რეცირკულაციის ხაზის მილსადენები მთელ სიგრძეზე უნდა იყოს ორკედლიანი (დასაშლელი შეერთებების ჩათვლით) და აღჭურვილი მათი კედელთშორისი სივრცის მუდმივი კონტროლის სისტემით.
4. გათხევადებული აირის შესანახი რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს მათი შევსების ზღვრულად დასაშვები დონის გადამეტების თავიდან ასაცილებელი ავტომატური სისტემით (მათი გეომეტრიული მოცულობის 80-90 %).
5. გათხევადებული აირის რეზერვუარების შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ავტოცისტერნით. ეს რეზერვუარები აღჭურვილი უნდა იყოს ავტოცისტერნაში მათი ავარიული დაცლის ხაზით.
6. გათხევადებულაირიანი მოწყობილობის ტექნოლოგიური ჭები, რეზერვუარის შახტი (თავისუფალი სივრცის არსებობისას), ავტოცისტერნის მოედანი და მარიგებელი ნაკვეთურები აღჭურვილი უნდა იყოს აფეთქებასაფრთხიან კონცენტრაციამდე სიგნალიზატორებით.
7. ტექნოლოგიური სისტემის მილსადენებზე ავტოცისტერნის სახელოსთან და ავტოსატრანსპორტო საშუალების გასამართ მოწყობილობასთან მათი შეერთების ადგილის უშუალო სიახლოვეს, საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ატმოსფეროში ტექნოლოგიური სისტემის მილსადენებიდან აირის მოხვედრის თავიდან აცილების უზრუნველმყოფი სპეციალური მოწყობილობა, აღნიშნული სახელოების და გასამართი მოწყობილობის ჰერმეტულობის დარღვევისა