1. კონტეინერული სადგურის ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს “რეგლამენტი”-ს, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს.
2. რეზერვუარის შევსება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სადგურის ტექნოლოგიური სისტემის გადასატუმბი ტუმბოს მეშვეობით. შევსების ხაზი აღჭურვილი უნდა იყოს უკუსარქვლით, აგრეთვე, ხაზის ზედა წერტილში (რეზერვუარის თავზე) დაყენებული ავარიული ჩამკეტი არმატურით.
3. ლითონის ყველა დენგაუმტარი ნაწილი, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს ძაბვის ქვეშ, უნდა იქნეს ჩამიწებული.
4. ნავთობპროდუქტების შესანახად გამოიყენება ორკედლიანი რეზერვუარები. დასაშვებია ერთკედლიანი რეზერვუარების გამოყენება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა) რეზერვუარის ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მ3-ს;
ბ) რეზერვუარებს უნდა ჰქონდეს ავარიულად დაღვრილი საწვავის შესაგროვებელი შესაბამისი მოცულობა.
6. საწვავის შესანახი კონტეინერის ტექნოლოგიური ნაკვეთური რეზერვუარისგან გამოყოფილი უნდა იქნეს ხანძარსაწინაღო ტიხრებით.
7. დასაშვებია რამდენიმე მარიგებელი სვეტისთვის გამოყენებული იქნეს საწვავის შესანახი კონტეინერის მხოლოდ ერთი რეზერვუარიდან ნავთობპროდუქტის მიწოდების საერთო მილსადენი, ყოველი მარიგებელი სვეტის წინ ჩამკეტი არმატურის დაყენების პირობის დაცვი