1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე, დამხმარე მოწყობილობის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა ხდება მათი ექსპლუატაციის ინსტრუქციის, “რეგლამენტი”-ს  და სადგურის პასპორტის შესაბამისად.

2. ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაცია დაუშვებელია ტექნიკური შემოწმების, მონტაჟის ან ექსპლუატაციის პროცესის დროს ნორმატიული და საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისას.

3. ავტოგასამართი სადგურის ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია დანადგარების, მოწყობილობების, ხელსაწყოების გამოყენება გაუმართავ მდგომარეობაში, აგრეთვე, საპასპორტო მონაცემებზე მეტი დატვირთვებისა და წნევების დროს.

4. აირმათანაბრებელი სისტემის გამოყენების შემთხვევაში აირული შემოკვრა უნდა აერთიანებდეს ერთნაირი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მქონე ნავთობპროდუქტების რეზერვუარებ