1. ავტოგასამართი სადგურის ტექნოლოგიური მოწყობილობა და მილსადენები ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა იყოს გამოცდილი ავტოგასამართი სადგურის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი შესაბამისი პერსონალის მიერ.
2. გამოცდა ითვალისწინებს მილსადენების შემოწმებას სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე, ტექნოლოგიური მოწყობილობის შემოწმებას უქმ სვლაზე და დატვირთვით დამამზადებელი ქარხნის ექსპლუატაციის ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად, რეზერვუარის ტექნიკურ შემოწმებას.
3. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე გამოცდამდე ტარდება მილსადენების საგულდაგულო გარე დათვალიერება მოწყობილობისა და არმატურის დაყენების სისწორის, ჩამკეტი არმატურის გაღების სიმდოვრის და დაკეტვისას ჰერმეტულობის შემოწმების მიზნით. გამოცდის დროს არმატურა მთლიანად უნდა იქნეს გაღებული, ჩობლები შემჭიდროებული, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების ყველა შტუცერი - საიმედოდ დახშული.
4. გამოცდის შემდეგ სადგურის ექსპლუატაციაში მიღება წარმოებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისა