1. ავტოგასამართი სადგურის შენობებსა და სათავსებში გამოყენებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია უნდა შეესაბამებოდეს მათი დამამზადებელი ქარხნის ინსტრუქციის მოთხოვნებს. დაუშვებელია არასაქარხნო წესით დამზადებული ელექტროსახურებელი ხელსაწყოების გამოყენება.

2. ავტოგასამართი სადგურის პროექტში ელექტროსქემაზე მითითებული უნდა იქნეს ელექტროენერგიის მომხმარებლები (ელექტროძრავები, სანათები, ელექტროხელსაწყოები და სხვ.), აპარატურა (ამამუშავებლები, ასამუშავებელი ღილაკები, ამომრთველები), ელექტროხაზები (კაბელები, სადენები), კაბელებისა და სადენების მარკა და კვეთის ფართობი, მათი გაყვანის მეთოდები.

3. განათების და ძალური წრედის გადამრთველები, ავტომატური ამომრთველები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს.

4. კაბელის გაყვანა უნდა ხდებოდეს მოქმედი სტანდარტების შესქაბამისად.

5. ნავთობპროდუქტების ჩამოსხმის ადგილზე ავტოცისტერნის ჩამამიწებელი გამტარის მისაერთებლად აფეთქებახანძარსაფრთხიანი ზონის გარეთ დაყენებული უნდა იქნეს ჩამიწების კონტურთან ელექტროგამტარად შეერთებული როზეტი. აფეთქებასაფრთხიანი ზონის ფარგლებში დასაშვებია როზეტის დაყენება იმ პირობით, თუ როზეტი და ავტოცისტერნის ჩამამიწებელი გამტარის ჩანგალი აფეთქებაუსაფრთხო შესრულებისაა.

6. სადენის ლითონის გარსის, ჯავშნიანი ან ტყვიის გარსის მქონე კაბელების, საიზოლაციო მილაკების, ფოლადის მილების ზედაპირები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტების მოთხოვნებს.

7. ავტოგასამართი სადგურზე ელექტრომოწყობილობის რემონტი და ტექნიკური მომსახურება უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ელექტრომონტიორების და ელექტროზეინკლების მიერ.

8. ელექტროქსელებში და ელექტრომოწყობილობაში არსებული ყველა გაუმართაობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნა, კაბელებისა და სადენების გადახურება, აგრეთვე ავარია და ხანძარსაწინაღო დაცვის და მართვის ავტომატური სისტემების მოშლა, დაუყოვნებლივ უნდა აღმიოფხვრას.

9. ელექტროდანადგარების მომსახურებისას გამოყენებული უნდა იქნეს აუცილებელი დამცავი საშუალებები (დიელექტრიკული ხელთათმანები, ბოტები, ხალიჩები, საიზოლაციო ქვესადებები და სხვ.). გამოყენების წინ დამცავი საშუალებები გულმოდგინედ უნდა შემოწმდეს. დაბალი ტემპერატურის დროს გამოყენებული უნდა იქნეს დათბუნებული დიელექტრიკული ხელთათმანებ