1. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე საქვაბის არსებობისას საწვავის შენახვა და მიწოდება უნდა აკმაყოფილებდეს “რეგლამენტი”-თ გათვალისწინებული მიწისქვეშა რეზერვუარის ტექნოლოგიური სისტემისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

2. ავტოგასამართი სადგურის პერსონალისთვის განკუთვნილი სათავსები, საოპერატოროს ჩათვლით, დასაშვებია გათვალისწინებული იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან მძღოლებისა და მგზავრების მომსახურების შენობებში. ამასთან, აღნიშნული სათავსები შესრულებული უნდა იყოს ძირითადი შენობის ცეცხლმედეგობის ხარისხის შესაბამისი კონსტრუქციებით.

3. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მომსახურების შენობებში სხვადასხვა ფუნქციონალური დანიშნულების ტექნიკური მომსახურების სათავსები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს არასაწვავი მასალისგან დამზადებული ტიხრებით.

4. დაუშვებელია ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ქვეშ მილსადენების გაყვანა, იატაკქვეშა სივრცის, აგრეთვე, თავისუფალი სივრცის მქონე სხვა მიწისქვეშა ნაგებობების მოწყობა.

5. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე განთავსებული ავტოგასამართი სადგურისა და ავტოგასამართი კომპლექსის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და მგზავრებისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცალკე მდგომი სანიტარული კვანძი. სანიტარული კვანძი უნდა ფუნქციონირებდეს გამართულად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვი