1. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე შესასვლელთან დაყენებული უნდა იქნეს ტრანსპორტის მოძრაობის საგზაო ნიშანი “მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” 10 კმ/სთ-მდე.
2. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე დაყენებული უნდა იქნეს აკრძალულ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლის ამკრძალავი და სხვა შესაბამისი ნიშნები ან ფიზიკურად შეიზღუდოს ასეთ ადგილებთან ტრანსპორტის მისვლა.
3. ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, უნდა იყოს ცალმხრივი. ამასთან, მის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იქნეს განცალკევებული შესასვლელი და გამოსასვლელი.
4. მარიგებელი სვეტების დასაყენებლად განკუთვნილი მარიგებელი ნაკვეთურები და რეზერვუარების ყელის გარშემო მოედნები ამაღლებული უნდა იქნეს მოქმედი სტანდარტის შესაბამისა