1. მოძრავი სადგურის ტექნოლოგიური სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს :
ა) დაუშვებელია ერთკედლიანი რეზერვუარის და ერთკედლიანი გადახურვის მქონე ორკედლიანი რეზერვუარის გამოყენება;
ბ) უზრუნველყოფილ უნდა იქნეს რეზერვუარის დამცავი მემბრანის გამართული ფუნქციონირება.
გ) მოძრავი სადგურის რეზერვუარის აღჭურვა დამცავი სარქვლებით, ნაცვლად მემბრანისა, დაუშვებელია;
დ) სასუნთქი სარქველი მოწყობილი უნდა იყოს რეზერვუარის თავზე და უზრუნველყოფილი იქნეს მისი გარემომცველი სივრცის განიავება.
2. სასუნთქი სარქვლის კონსტრუქციამ უნდა გამორიცხოს საწვავის დაღვრა სადგურის გადაბრუნების შემთხვევაში.
3. მოძრავი სადგურის ექსპლუატაცია შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე მისაბმელთან ერთად. სადგურს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მისაბმელი.
4. მოძრავი სადგური უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.
5. მოძრავი სადგურის კონსტრუქცია რეზერვუარის შევსების დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყოფდეს ნავთობპროდუქტით მისი შემვსები მილსადენის სრულ დაცლას. შემვსებ მილსადენზე (რეზერვუართან მისი შეერთების ადგილზე) დაყენებული უნდა იყოს ცეცხლგადამღობი. აღნიშნულ მილსადენს უნდა ჰქონდეს ჩამკეტი არმატურა.
6. სტატიკური ელექტრობისაგან დასაცავად მოძრავ სადგურს უნდა ჰქონდეს მოქმედი სტანდარტით გათვალისწინებული დაცვის საშუალებები.
7. ჩამამიწებელი მოწყობილობის წინაღობა უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.
8. მანძილი ტექნოლოგიური ნაკვეთურიდან და სასუნთქი სარქვლიდან ძრავას ნაკვეთურამდე, საბაზო ავტომანქანის ძრავას გამოსაბოლქვ მილამდე, ელექტროგენერატორამდე და აკუმულატორამდე უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს.
9. დაუშვებელია მოძრავი სადგურის მიტოვება მუშა მდგომარეობაში მძღოლ-ოპერატორის მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე, მისი ექსპლუატაცია დაუყენებელი ჩამიწებით, ჩამამიწებელი ჯაჭვის გარეშე.
10. როგორც მოძრავი სადგურის რეზერვუარის, ასევე ავტოცისტერნის შიგა დათვალიერება დასაშვებია ჩატარდეს მხოლოდ მათი ნეიტრალიზაციის შემდეგ. მუშაობა დასაშვებია მხოლოდ სპეცტანსაცმლით და შლანგიანი ან მამხოლოებელი აირწინაღით. აირწინაღის შლანგი რეზერვუარიდან (ცისტერნიდან) გამოყვანილი უნდა იქნეს სუფთა ზონაში. ამასთან, ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს პასუხისმგებელი პირის მეთვალყურეობით. გასანათებლად გამოიყენება მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო სანათი.
11. დაუშვებელია მუშა ოპერაციების შესრულება იმ შემთხვევაში, თუ დაკეტილი ონკანის დროს რეზერვუარში წნევა 0,02 მეგპა-ზე, ან გაუხშოება 0,01 მეგპა-ზე მეტია, რაც მიუთითებს სასუნთქი სარქვლის უწესივრობაზე. დაუშვებელია აგრეთვე ისეთი იარაღების გამოყენება, რომლებმაც დარტყმისას შეიძლება გამოიწვიოს ნაპერწკლის წარმოქმნ