1. ჭარბი წნევის ქვეშ მყოფი შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური სისტემის მიწისზედა ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იყოს თბოიზოლაციით ან წყლით მორწყვის სისტემით.

2. ჭურჭლის კედლების თბოიზოლაცია ან წყლით მორწყვის სისტემა დასაშვებია არ იქნეს გათვალისწინებული თანაორმოში არანაკლებ 5 მ სიღრმეზე ჭურჭლის განთავსების შემთხვევაში (მანძილი ვერტიკალის მიხედვით თანაორმოს მიმდებარე მოედნიდან ჭურჭლის ზედა ნაწილამდე). ამასთან, ჭურჭლის ჩამკეტი, მცველი, მარეგულირებელი და საზომი არმატურა განთავსებული უნდა იყოს მასთან მიწისზედა მომიჯნავე ტექნოლოგიური მოედნიდან ადვილად მისადგომ ზონაში.

3. საკომპრესორო დანადგარებზე საჭიროა გათვალისწინებული იქნეს ავტოგასამართ კომპლექსთან ბუნებრივი აირის მიმყვანი მილსადენების ჰერმეტიზაციის დარღვევისას მათი ავტომატური გამორთვის სისტემა და ინდიკაცია.

4. შეკუმშული ბუნებრივი აირისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიური სისტემის მოწყობილობა ხანძრის გარე კერის ზემოქმედებისგან დაცული უნდა იყოს ისე, რომ აღნიშნული მოწყობილობიდან აირის მოცილება ხდებოდეს მისი ჰერმეტიზაციის დარღვევამდე.

5. დანადგარების და იმ შენობის თბოიზოლაციის მოწყობისას, რომელშიც ისინი არიან განთავსებულნი, ბუნებრივი აირის ადსორბციის გამომწვევი მასალების გამოყენება დაუშვებელი