1. მომხმარებლებისათვის გასაცემი ნავთობპროდუქტების შენახვა დასაშვებია მიწისქვეშა და მიწისზედა ლითონის რეზერვუარებში, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ, ეკოლოგიურ და ხანძარსაწინაღო მოთხოვნებს.
2. ნავთობპროდუქტის შესანახი რეზერვუარი აღჭურვილი უნდა იქნეს ავტოცისტერნიდან ნავთობპროდუქტის შევსების ხაზით, რეზერვუარში ნავთობპროდუქტის დონის განმსაზღვრელი ხელსაწყოთი, მარიგებელ სვეტამდე ნავთობპროდუქტის გაცემის ხაზით. რეზერვუარს უნდა ჰქონდეს შემოწმებისა და პერიოდული გაწმენდის ჩატარებისათვის საჭირო ზომის ხახა, აგრეთვე, სასუნთქი სარქველი ექსპლუატაციის პროცესში მის შიგნით მუდმივი მუშა წნევის შენარჩუნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში რეზერვუარზე შეიძლება მოეწყოს ორი ხახა.
3. ნავთობპროდუქტის ჩასასხმელად რეზერვუარების მომზადება უნდა მოხდეს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
4. ნავთობპროდუქტების შენახვისას დაუშვებელია რეზერვუარებში მინიმალურ დონეზე მაღლა პროდუქტქვეშა წყლის არსებობა.
5. ერთკედლიანი რეზერვუარების ჰერმეტულობის პერიოდული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს საზომი ჭოკის, მაღალი სიზუსტის დონესაზომის ან პნევმატური გამოცდის მეშვეობით. უკანასკნელ შემთხვევაში გამოცდა ტარდება საწვავისგან დაცლილ რეზერვუარში ინერტული აირის ჭარბი წნევის შექმნით. ამასთან, კედლების და შენადუღი ნაკერების ჟონვა და შენამვა დაუშვებელია.
6. რეზერვუარში ჰაერის ჭარბი წნევის (0,025 მეგპა) დროს საპნის ემულსიით წასმულ შენადუღ ნაკერებზე ჰაერის ბუშტულების არსებობა დაუშვებელია.
7. ორკედლიანი რეზერვუარების კედელთშორისი სივრცის ჰერმეტულობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კედელთშორისი სივრცის შემვსები სითხის დონის პერიოდული კონტროლით. შემვსებ სითხედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნივთიერებები, რომლებიც აკმაყოფილებს მოქმედი სტანდარტის მოთხოვნებს
8. თუ რეზერვუარის კედელთშორისი სივრცე შევსებულია ინერტული აირით, ჰერმეტულობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს კედელთშორის სივრცეში ინერტული აირის ჭარბი წნევის შემცირების ავტომატური კონტროლით, წნევის გადამწოდი-სიგნალიზატორის მეშვეობით. ინერტული აირის ჭარბი წნევის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 0,02 მეგპა-ს. მისი გადამეტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დამცავი სარქვლის გამოყენებ