2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1068
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 30/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1068

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „2010 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის ბიუჯეტის შესახებ“.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ:

ა) ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამართვასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა დაფინანსება;

ბ) ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრის სპონსორირებული მონაწილეების, რამსარის კონვენციის სამდივნოს თანამშრომლებისა და თარჯიმნების  მგზავრობისათვის  გათვალისწინებული 48 000 შვეიცარიული ფრანკის რამსარის კონვენციის სამდივნოს მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვა.

3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ განკარგულებით გათვალისწინებული შეხვედრის ორგანიზებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი: 38 01).     

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური