სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №11
2009 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე
1. სსიპ – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის მიერ „ფრინველის გრიპის კონტროლისა და ადამიანის პანდემიისათვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების პროექტის“ ფარგლებში შეძენილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გადაეცეთ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს №1 დანართის შესაბამისად;
ბ) კაპიტალში შეტანის გზით კერძო სამართლის სუბიექტებს №2 დანართის შესაბამისად.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
დანართი №1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გადასაცემი ქონება
|
| დასახელება | რაოდენობა |
|
| ახალშობილთა ხელოვნური სუნთქვის აპარატი | 1 |
დანართი №2
ახალშობილთა ხელოვნური სუნთქვის აპარატების განაწილება
| № | საავადმყოფო
| რაოდენობა |
| 1. | შპს „აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ | 2 |
| 2. | შპს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის სამედიცინო პედიატრიული კლინიკა“ | 1 |
| 3. | იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკა | 2 |
| 4. | სს „ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი“ | 2 |
| 6. | სს „იავნანა“ გორის ბავშვთა საავადმყოფო | 2 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2009.
- როდის იქნა მიღებული „სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე“?
- „სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე“ მიღებულია 12.01.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე“, №11, 12.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2215808/