ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 29/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 127

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეთანხმებულ იქნეს ამ განკარგულების №1 დანართით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები ამ განკარგულების №2 დანართის შესაბამისად.

2. №1 დანართით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება მიეცეთ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე განახორციელონ:

ა) №2 დანართის შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტის გაზრდა დონორებიდან მიღებული დაფინანსების ფარგლებში;

ბ) №2 დანართის შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტის გაზრდა/ცვლილება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში;

გ)  შეთანხმებული ბიუჯეტის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ცვლილება, თუ აღნიშნული ცვლილებები ჯამურად არ აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს, ხოლო თუ ცვლილებები აღემატება შეთანხმებული ბიუჯეტის 10%-ს ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით;

დ) საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის 5%-ზე მეტით ზრდას;

ე) შტატით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის თანამდებობრივი სარგოს ცვლილება, თუ იგი არ იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის გაზრდას, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.

3. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე დაუშვებელია №1 დანართით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების №2 დანართის შესაბამისად შეთანხმებული ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების ნებისმიერი ცვლილება, გარდა ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი

დანართი №1

1. სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

2. სსიპ – შემოსავლების სამსახური;

3. სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო;

4. სსიპ – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური;

5. სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

6. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო;

7. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

8. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

9. სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდი;

10. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;

11. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

12. სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო;

13. სსიპ – იუსტიციის სახლი;

14. სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივი;

15. სსიპ – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი;

16. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

17. სსიპ – 112;

18. სსიპ -  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;

19. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო;

20. სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტო;

21. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო;

22. სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო;

23. სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;

24. სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი.

 

 

*. ქვეყნდება დანართების გარეშე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2013.
როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“?
„ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“ მიღებულია 29.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №127. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“, №127, 29.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2223759/